„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017401
114
06/10/2025
ვებგვერდი, 06/10/2025
280120000.22.026.017401
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №114

2025 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ახორციელებს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფას, ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფას.".

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,.. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.დ.ე) უზრუნველყოფს სამშვიდობო ოპერაციებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;“.

3. მე-5 მუხლის:

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარდლის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სარდლის მოადგილე ან სარდლობის შტაბის უფროსი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სარდლობის სამხედრო მოსამსახურე.“;

) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. სტრუქტურული ერთეულის უფროსის (მეთაურის) არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი