„ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.025323
430
29/09/2025
ვებგვერდი, 30/09/2025
400060000.10.003.025323
„ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №430

2025 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/07/2021, 400060000.10.003.022881) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების“ მე-9 მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), რომლის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამ მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს ნებართვის გაუქმების უპირობო საფუძველს;“.

2. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;“.

3. „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სააგენტოსა და სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ;“.

4. „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ყოველწლიურად, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში, დეპარტამენტს წარუდგინოს სრული ანგარიში სანებართვო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);

პ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე, სააგენტოს თანხმობის საფუძველზე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს წინასწარ უნდა ეცნობოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შინაარსისა და ვადების შესახებ;

ჟ) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება. დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, ხოლო, თუ წყალსატევი გამოიყენება ენერგეტიკული, საირიგაციო, სასმელი დანიშნულებით, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში, ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საქმიანობის განხორციელებისას არ დაუშვას წყალსატევის დაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, უზრუნველყოს წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტიანი ლიკვიდაცია;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე