დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440000000.10.003.025321 |
|
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 24 ივნისის №718-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან. |
|
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის , ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს , აგრეთვე ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალურ ოდენობას , რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობ მექანიზმებს . 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა , რაც „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტერმინებს . მუხლი 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელ , „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას , რომელიც აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან /და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (შემდგომში − სააგენტო ) მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან /და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები , რომელმაც , თავის მხრივ , ეს სახსრები საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიიღო ; გ ) სტატუსის მოპოვების მიზნით , ახორციელებს ამ პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ , ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; დ ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში . მუხლი 3. განაცხადი ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე 1. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომში − ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადით მიმართავს სააგენტოს . 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადი მოიცავს : ა ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის , განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე განახლებულ ამონაწერს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან “; ბ ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის ინოვაციური პროდუქტის , პროცესის ან /და ინოვაციური მომსახურების აღწერას , რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს : ბ .ა ) არის თუ არა პროდუქტი /მომსახურება /პროცესი უნიკალური და ინოვაციური ; ბ .ბ ) აგვარებს თუ არა პროდუქტი /მომსახურება /პროცესი რეალურ პრობლემას და როგორ ; ბ .გ ) ვინ არიან პროდუქტის /მომსახურების /პროცესის მომხმარებლები ; ბ .დ ) რამდენად კონკურენტულია ბაზარი და ვინ არიან კონკურენტები ; ბ .ე ) რა არის პროდუქტის /მომსახურების /პროცესის კონკურენტული უპირატესობა ; ბ .ვ ) პროდუქტის /მომსახურების /პროცესის სამიზნე ბაზარი და ინდუსტრია ; გ ) სააგენტოს საგრანტო დაფინანსების შემთხვევაში ინფორმაციას გრანტის მიღების თაობაზე , ხოლო საინვესტიციო ფონდისგან ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან ინვესტიციის მოპოვების შემთხვევაში , ზემოხსენებულ პირებთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც მოიცავს ინფორმაციას , ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ არანაკლებ 100,000 ლარის ოდენობით , ინვესტიციის მოპოვების შესახებ და ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს . თუ სტატუსის მაძიებელ სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელი /შვილობილი კომპანიისგან , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიიღო , მაშინ განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს : გ .ა ) მშობელ /შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან /და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას ; გ .ბ ) მშობელ და შვილობილ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებასა და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ აღნიშნული სახსრების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ; გ .გ ) იმ შემთხვევაში , თუ საინვესტიციო ხელშეკრულება დადებულია შვილობილ კომპანიასთან , შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას , რომელიც ადასტურებს , რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის მშობელ კომპანიას ; დ ) „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომელიც ადასტურებს , რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები , ასევე ამ პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციიდან ან მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული სააგენტოს საგრანტო დაფინანსებიდან გაწეული ხარჯები არსებითად უკავშირდება ამ პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ; ე ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება . 3. განაცხადი სააგენტოს მიერ განხილვას ექვემდებარება , თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ გადახდილია „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური − 200 ლარის ოდენობით . საფასურის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით , სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით . მუხლი 4. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი 1. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს მის შესაბამისობას „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე -2 პუნქტისა და ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ა “, „გ “ − „ე “ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან , ხოლო ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას , ამავე ვადაში , ამოწმებს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია . 2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას /დოკუმენტაციას და განაცხადის შესაბამისაობას „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე -2 პუნქტითა და ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან . თუ აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ . 3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე -2 პუნქტითა და ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენად . 4. სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა , რის თაობაზე გამოსცემს განკარგულებას . 5. სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით , რომელიც შეიძლება გაგრძელდეს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად . 6. სუბიექტი სტატუსის მქონედ ითვლება და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმით სარგებლობას შეძლებს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან . ინოვაციური სტარტაპის სტატუსი , „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი წესით სტატუსის მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში , შეიძლება მოქმედებდეს არაუმეტეს 10 წლის ვადით . 7. სუბიექტისათვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს , სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საფინანსო -ანალიტიკურ სამსახურს . 8. სააგენტო , სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში . მუხლი 5. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის ვადის გაგრძელება 1. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველად მინიჭებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის 2-ჯერ გაგრძელება დასაშვებია , თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან /და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მოპოვების მიზნით ახორციელებს მე -2 მუხლის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ და ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; გ ) სტატუსის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3-ჯერ გაგრძელება დასაშვებია , თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან /და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მოპოვების მე -3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან /და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიიღო ; გ ) სტატუსის მოპოვების მიზნით , ახორციელებს ამ პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ და ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; დ ) სტატუსის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში . 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 4-ჯერ გაგრძელება დასაშვებია , თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა ) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს , შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან /და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას ; ბ ) სტატუსის მოპოვების მე -6 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან /და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიიღო ; გ ) სტატუსის მოპოვების მიზნით , ახორციელებს ამ პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ , ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას , ამასთანავე , მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ; დ ) სტატუსის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში . მუხლი 6. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დაინტერესებული სუბიექტი , სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით , სტატუსის მოქმედების 1-წლიანი ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე , მიმართავს სააგენტოს განაცხადით , რომელიც მოიცავს : ა ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეორე და მესამე წელს : ა .ა ) ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “, „დ “ და „ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; ა .ბ ) დამატებით მოპოვებული ინვესტიციის შემთხვევაში , საინვესტიციო ხელშეკრულებას ; ბ ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეოთხე წელს : ბ .ა ) ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; ბ .ბ ) ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს და საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . თუ სტატუსის მქონე სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელ /შვილობილი კომპანიისგან , რომელმაც , თავის მხრივ , აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიიღო , მაშინ განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს : ბ .ბ .ა ) მშობელ /შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან /და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს ; ბ .ბ .ბ ) მშობელ /შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან /და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ ფინანსური სახსრების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ; ბ .ბ .გ ) იმ შემთხვევაში , თუ საინვესტიციო ხელშეკრულება დადებულია შვილობილ კომპანიას , შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას , რომელიც ადასტურებს , რომ სტატუსის მაძიებელი სუბიექტი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის მშობელ კომპანიას ; ბ .გ ) „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომელიც ადასტურებს , რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები , ასევე ამ პუნქტის „ბ .ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციიდან გაწეული ხარჯები არსებითად უკავშირდება ამ პუნქტის „ბ .ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას ; მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება და მარწმუნებელი ანგარიში უნდა მოიცავდეს 12-თვიან პერიოდს , რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე ; ბ .დ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ; გ ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეხუთე და მეექვსე წელს წარმოადგენს : გ .ა ) ამ პუნქტის „ბ .ა “, „ბ .გ “ და „ბ .დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; გ .ბ ) დამატებით მოპოვებული ინვესტიციის შემთხვევაში , შესაბამის საინვესტიციო ხელშეკრულებას ; დ ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მეშვიდე წელს : დ .ა ) ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; დ .ბ ) ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიციის მიღების დამდასტურებელ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს , და საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას , რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია . თუ სტატუსის მქონე სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელი /შვილობილი კომპანიისგან , რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან /და აქსელერატორისგან მიიღო , მაშინ განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს : დ .ბ .ა ) მშობელ /შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან /და აქსელერატორთან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას , რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული ინსვესტიციის ჩარიცხვის გონივრულ ვადებს ; დ .ბ .ბ ) მშობელ /შვილობილ კომპანიასა და საინვესტიციო ფონდთან , ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ან ასეთი ქსელის წევრთან ან /და აქსელერატორთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მიერ ფინანსური სახსრების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ; დ .ბ .გ ) იმ შემთხვევაში , თუ საინვესტიციო ხელშეკრულება დადებულია შვილობილ კომპანიას , შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას , რომელიც ადასტურებს , რომ სტატუსის მაძიებელი სუბიექტი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის მშობელ კომპანიას ; დ .გ ) „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომელიც ადასტურებს , რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები , ასევე ამ პუნქტის „დ .ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციიდან გაწეული ხარჯები არსებითად უკავშირდება ამ პუნქტის „დ .ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას ; მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება და მარწმუნებელი ანგარიში უნდა მოიცავდეს 12-თვიან პერიოდს , რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე ; დ .დ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ; ე ) სტატუსის პირველად მინიჭებიდან მერვე , მეცხრე და მეათე წელს წარმოადგენს : ე .ა ) ამ პუნქტის „დ .ა “, „დ .გ “ და „დ .დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ; ე .ბ ) დამატებით მოპოვებული ინვესტიციის შემთხვევაში , შესაბამის საინვესტიციო ხელშეკრულებას . მუხლი 7. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმება 1. სააგენტო ახდენს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის შემოწმებას მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში . 2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე -6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს განუსაზღვრავს 5 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას . აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გულისხმობს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობას , რა შემთხვევაშიც დგება ამ წესის მე -8 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი . 3. „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მოქმედების ვადის ამ სტატუსისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადის ფარგლებში 1 წლით გაგრძელების შესახებ . 4. „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური სტარტაპის მქონე სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში , დგება ამ წესის მე -8 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი . მუხლი 8. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმება 1. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი უქმდება : ა ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების /გაგრძელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებით დადგენილი ვადის გასვლით , თუ სუბიექტის მიერ არ მოხდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების გაგრძელებისა და ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით განაცხადის წარდგენა ან /და ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობა „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით სტატუსისთვის დადგენილ მოთხოვნებთან ; ბ ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ; გ ) გამოვლინდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სტატუსით ბოროტად სარგებლობის ფაქტი , ასევე სტატუსის მოპოვების ან სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით , სააგენტოს განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი არასწორი ინფორმაციის წარდგენით ; დ ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი სააგენტოში წარადგენს განცხადებას ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით . 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . სააგენტო სუბიექტისათვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე . 3. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში , სუბიექტი არ არის უფლებამოსილი , მიმართოს სააგენტოს ინოვაციური სტრატაპის სტატუსის ხელახლა მინიჭების თაობაზე მოთხოვნით . 4. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შესახებ . საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს , სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საფინანსო -ანალიტიკურ სამსახურს . 5. სტატუსი გაუქმებულად ითვლება : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან ; ბ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; დ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან . მუხლი 9. ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის ოდენობა , რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის ფარგლები , რომელიც „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 153 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან , შეადგენს თითოეულ დაქირავებულ პირზე თვიურად 10,000 ლარამდე . მუხლი 10. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი ენიჭება „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას , რომელიც აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 154 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს : ა ) მის მიერ ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის წარდგენის მომენტისთვის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის , სულ მცირე , 5%-ია , არანაკლებ 100 000 ლარია და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ -ერთს მაინც : ა .ა ) აქვს პატენტი ან /და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან /და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის , შემუშავებული პროცესის ან /და მომსახურების განვითარებისკენ ; ა .ბ ) კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად ; ა .გ ) მის მიერ ინოვაციური პროდუქტის , პროცესის ან /და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად ; ბ ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში ; გ ) იგი არის „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო . მუხლი 11. განაცხადი ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე 1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომში − ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადით მიმართავს სააგენტოს . 2. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადი მოიცავს : ა ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის , განცხადების წარმოდგენამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ; ბ ) „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ ; გ ) ამ წესის მე -10 მუხლის „ა .ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში − ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადს ერთვის : გ .ა ) კვლევისა და განვითარებისკენ მიმართული სამუშაოს დეტალური აღწერა ; გ .ბ ) პანტენტის ან დეპონირებული პროგრამული უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ; გ .გ ) ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ მომზადებული მარწმუნებელი ანგარიში , პატენტის ან დეპონირებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მიმართული კვლევისა და განვითარების დანახარჯების მოცულობის შესახებ ; დ ) ამ წესის მე -10 მუხლის „ა .ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში − ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადს ერთვის : დ .ა ) კვლევისა და განვითარებისკენ მიმართული შესრულებული იმ სამუშაოს დეტალური აღწერა , რომელიც შესრულებულია სამეცნიერო -კვლევითი ორგანიზაციის ან კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ ; დ .ბ ) სამეცნიერო -კვლევით ორგანიზაციასთან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულება , შესაბამისი მიღება -ჩაბარების აქტი და მომსახურების საფასურის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ; დ .გ ) უცხო ქვეყნის სამეცნიერო -კვლევითი ორგანიზაციისგან მომსახურების მიღების შემთხვევაში , შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ცნობა , რომელიც ადასტურებს , რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს სამეცნიერო -კვლევით ორგანიზაციას ; ე ) ამ წესის მე -10 მუხლის „ა .გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში − ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადს ერთვის : ე .ა ) კვლევისა და განვითარების სამუშაოს დეტალური აღწერა ; ე .ბ ) ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ მომზადებული მარწმუნებელი ანგარიში , რომელშიც მოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად აღრიცხული კვლევისა და განვითარების დანახარჯების მოცულობა , დანახარჯების კლასიფიკაციის მიხედვით , რომელიც უკავშირდება ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ე .ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კვლევისა და განვითარების სამუშაოს ; ვ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება . 3. განაცხადი სააგენტოს მიერ განხილვას ექვემდებარება , თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ გადახდილია „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური − 500 ლარის ოდენობით . საფასურის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით , სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით . მუხლი 12. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი 1. სააგენტო ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 154 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან . 2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 154 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელ პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას /დოკუმენტაციას . თუ აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის განაცხადის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წარდგენაზე უარის შესახებ . 3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 154 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს . 4. სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . 5. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ . 6. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ , სუბიექტი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან . 7. სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს სსიპ − შემოსავლების სამსახურს . 8. სააგენტო პირისთვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში . მუხლი 13. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი , „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 154 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დადასტურების მიზნით , სააგენტოს არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა წარუდგენს განაცხადს , რომელსაც ერთვის ამ წესის მე -11 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია . მუხლი 14. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწიური შესაბამისობის შემოწმება 1. სააგენტო ახდენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის შემოწმებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში . 2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე -13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას /დოკუმენტაციას . აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გულისხმობს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობას , რა შემთხვევაშიც დგება ამ წესის მე -15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგი . 3. „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში , სტატუსი რჩება ძალაში . 4. „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში , დგება ამ წესის მე -15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგი . მუხლი 15. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმება 1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი უქმდება : ა ) თუ სუბიექტის მიერ არ მოხდა ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით განაცხადის წარდგენა ან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობა „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ; ბ ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი გახდა „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმო ; გ ) გამოვლინდა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სტატუსით ბოროტად სარგებლობის ფაქტი , ასევე სტატუსის მოპოვების ან სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით , სააგენტოს განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი არასწორი ინფორმაციის წარდგენით ; დ ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი სააგენტოში წარადგენს განცხადებას ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით . 2. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . სააგენტო სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე . 3. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმება არ ზღუდავს სუბიექტის უფლებას , ხელახლა მოიპოვოს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი , კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში . 4. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისთვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ . საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს და სსიპ − შემოსავლების სამსახურს . 5. სტატუსი გაუქმებულად ითვლება : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან ; ბ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის , „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მომენტიდან ; გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; დ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან . მუხლი 16. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმები 1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის მიერ „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 155 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშემწყობი მექანიზმის გამოყენებისას კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული აუთვისებელი ხარჯი შემდეგ ფინანსურ წელს გადატანას არ ექვემდებარება . 2. მოგების რეინვესტირების შემთხვევაში , ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია , სააგენტოსგან მიიღოს გრანტი , მის მიერ გაწეული კვლევისა და დანახარჯების 20%-ის ოდენობით , არაუმეტეს 100,000 ლარისა . 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გრანტის გაცემა ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის “ შესაბამისად . მუხლი 17. კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი ენიჭება „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას , რომელიც აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 156 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს : ა ) მისი ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების “ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში “ და მის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იმავე ფინანსურ წელს ჯამურად მიღებული შემოსავლების არანაკლებ 80% უნდა იყოს ; ბ ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება , იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში , მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში . მუხლი 18. განცხადება კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ 1. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომში − კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადით მიმართავს სააგენტოს . 2. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადი მოიცავს : ა ) სტატუსის მაძიებელი სუბიექტის , განცხადების წარმოდგენამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ; ბ ) „ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება -ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის /აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომლითაც დასტურდება , რომ სტატუსის მაძიებელ პირს წინა ფინანსურ წელს შემოსავლების არანაკლებ 80% მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები “ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში “ საქმიანობიდან ; გ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება . 3. განაცხადი სააგენტოს მიერ განხილვას ექვემდებარება , თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ გადახდილია „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური − 500 ლარის ოდენობით . საფასურის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით , სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით . მუხლი 19. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი 1. სააგენტო კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 156 მუხლის პირველი და ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან . 2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 156 მუხლითა და ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და სტატუსის მაძიებელ პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას . თუ აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის განაცხადის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წარდგენაზე უარის შესახებ . 3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 156 მუხლითა და ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს . 4. სუბიექტისთვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . 5. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ . 6. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭება ხდება ერთჯერადად და უვადოდ , სუბიექტი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის პირველი რიცხვიდან . 7. სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოსა და სსიპ − შემოსავლების სამსახურს . 8. სააგენტო კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში . მუხლი 20. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურება კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი , „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 156 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დადასტურების მიზნით , სააგენტოს არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა წარუდგენს განაცხადს , რომელსაც ერთვის ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია . მუხლი 21. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწიური შესაბამისობის შემოწმება 1. სააგენტო ახდენს კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის შემოწმებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში . 2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე -20 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას /დოკუმენტაციას . აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გულისხმობს „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობას , რა შემთხვევაშიც დგება ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგი . 3. „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში , სტატუსი რჩება ძალაში . 4. „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში , დგება ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგი . მუხლი 22. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმება 1. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი უქმდება : ა ) თუ სუბიექტის მიერ არ მოხდა ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით განაცხადის წარდგენა ან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობა „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ; ბ ) გამოვლინდა კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სტატუსით ბოროტად სარგებლობის ფაქტი , ასევე სტატუსის მოპოვების ან სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით , სააგენტოს განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი არასწორი ინფორმაციის წარდგენით ; გ ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი სააგენტოში წარადგენს განცხადებას კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით . 2. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . სააგენტო სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე . 3. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში , სუბიექტი არ არის უფლებამოსილი , მიმართოს სააგენტოს კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის ახლიდან მინიჭების თაობაზე მოთხოვნით . 4. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისთვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ . საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს , სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საფინანსო -ანალიტიკურ სამსახურს . 5. სტატუსი გაუქმებულად ითვლება : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან ; ბ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან . მუხლი 23. სხვა დებულებები 1. სააგენტო უფლებამოსილია , სტატუსის მქონე სიბიექტების მიერ შესაბამისი სტატუსის , მოქმედების განმავლობაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით , გამოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, დოკუმენტაცია , განახორციელოს ადგილზე შემოწმება და სხვა საჭირო მოქმედებები . 2. ამ წესის მე -3, მე -6, მე -11, მე -13, მე -18 და მე -20 მუხლებით გათვალისწინებული განაცხადებით წარმოდგენილი ინფორმაცია / დოკუმენტი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას . სტატუსის მქონე სუბიექტის შესახებ საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული მონაცემები მტკიცდება „ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “ სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით − ბრძანებით . 3. დაევალოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურს , სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს , უზრუნველყონ , სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე , სტატუსის მაძიებელი და სტატუსის მქონე სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც სტატუსის მინიჭების , ისე მისი მოქმედების ვადის გაგრძელების , „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებისა და ანალიტიკური მიზნებისთვის . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები