დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 420 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.10.003.025317 |
|
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 24 ივნისის №718-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №1):
1. მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნებათ განმცხადებელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.“; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება პირს, რომელსაც გაუუქმდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები