სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლისათვის დავით რამიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 102/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018737
102/ნ
29/09/2025
ვებგვერდი, 29/09/2025
040030000.22.022.018737
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლისათვის დავით რამიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლისათვის დავით რამიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №102/ნ

2025 წლის 29 სექტემბერი

ქ.თბილისი

სსიპ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლისათვის დავით რამიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის – დავით რამიშვილის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

დავით რამიშვილის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლა

სოფ. წყალწმინდა

დაწ-საბ-საშ

“.         

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე