დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.025315 |
|
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ცენტრალური სისხლის დაწესებულება 2026 წლის 1 აპრილამდე უფლებამოსილია, დანართ №16-ით განსაზღვრული სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ დაწესებულებებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ლიცენზიის გამცემი ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილზე შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ დაწესებულებაში.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ამავე მუხლით დადგენილი წესით, უფლებამოსილია: ა) 2026 წლის 1 აპრილამდე საქმიანობა განახორციელოს აღნიშნულ დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიისა და ახალ სალიცენზიო მოთხოვნებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისობის პირობებში. აღნიშნულ თარიღამდე სისხლის დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას; ბ) სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ფუნქცია განახორციელოს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები