„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025312
425
25/09/2025
ვებგვერდი, 26/09/2025
470000000.10.003.025312
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2025 წლის 25 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №2 დანართის („იმუნიზაცია“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 29 672.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

21,381.5

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

160.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

4,090.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,741.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

50.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

150.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

 

სულ:

     29,672.5.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე