დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016044 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 6 მარტის №24-2425065111 მომართვის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 16 სექტემბრის MRD №01/1352 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკს ეწოდოს „საქართველოს ეროვნულ გმირთა პარკი“, (ორთოფოტო თან ერთვის). 2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუქების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქუჩა №12). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ჩანგელია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები