დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1092 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 07/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.22.033.009.186 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.009.186
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1092
2006 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №30, მუხლი 251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრულების აღრიცხვა №1, №2, №3, №4 დანართების მიხედვით განხორციელდეს 2004 წლის 5 აპრილიდან, №5 და №6 დანართების მიხედვით – 2004 წლის 5 აპრილიდან 2007 წლის 1 იანვრამდე, №7 დანართის მიხედვით – 2006 წლის 1 იანვრიდან, №8 დანართის მოქმდების ვადა განისაზღვროს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო №9 და №10 დანართების მიხედვით – 2007 წლის 1 იანვრიდან.“;
ბ) ბრძანებას დაემატოს დანართი №9 და დანართი №10 თანდართული რედაქციით შესაბამისი მეთოდური მითითებებით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
სახელმწიფო ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
დანართი №9
| ფუნქციონალური კოდი | დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა |
| 7 | მთლიანი ხარჯები |
| 701 | საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება |
| 702 | თავდაცვა |
| 703 | საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება |
| 704 | ეკონომიკური საქმიანობა |
| 705 | გარემოს დაცვა |
| 706 | საბინაო-კომუნალური მეურნეობა |
| 707 | ჯანმრთელობის დაცვა |
| 708 | დასვენება, კულტურა და რელიგია |
| 709 | განათლება |
| 710 | სოციალური დაცვა |
სახელმწიფო ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაციის პირველ დონეზე საკლასიფიკაციო კოდი გამოისახება სამი ციფრის კომბინაციით (დანართი №9), რომელთაგან პირველი ციფრი – 7 ფუნქციონალური კლასიფიკაციის ზოგადი კოდია, ხოლო დანარჩენი ორი აღნიშნავს კლასიფიკაციის პირველ დონეზე გაერთიანებულ იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი სახელმწიფო ფუნქციების შესრულებასთან.
მაგალითად, 701 კოდში 01 აღნიშნავს ,,საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებას“, 702 კოდში 02 აღნიშნავს ,,თავდაცვას“ და ა.შ.
ფუნქციონალური კლასიფიკაციის პირველი დონის ათი ძირითადი ჯგუფი უფრო კონკრეტული ფუნქციების მსგავსობის მიხედვით თავის მხრივ იყოფა ქვეჯგუფებად.
დანართი №10
| ფუნქციონალური კოდი | დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა |
| 7 | მთლიანი ხარჯები |
| 701 | საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება |
| 7011 | აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები |
| 70111 | აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა |
| 70112 | ფინანსური და ფისკალური საქმიანობა |
| 70113 | საგარეო ურთიერთობები |
| 7012 | საგარეო ეკონომიკური დახმარება |
| 70121 | კონომიკური დახმარება განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს |
| 70122 | საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გაწეული ეკონომიკური დახმარება |
| 7013 | საერთო დანიშნულების მომსახურება |
| 70131 | საერთო საკადრო მომსახურება |
| 70132 | საერთო დანიშნულების დაგეგმვა და სტატისტიკური მომსახურება |
| 70133 | საერთო დანიშნულების სხვა მომსახურება |
| 7014 | ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევები |
| 7015 | კვლევები და განვითარება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში |
| 7016 | სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციები |
| 7017 | საერთო დანიშნულების ფულადი ნაკადები მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის |
| 7018 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში |
| 702 | თავდაცვა |
| 7021 | შეიარაღებული ძალები |
| 7022 | სამოქალაქო თავდაცვა |
| 7023 | საგარეო სამხედრო დახმარება |
| 7024 | კვლევები და განვითარება თავდაცვის სფეროში |
| 7025 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა თავდაცვის სფეროში |
| 703 | საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება |
| 7031 | პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა |
| 7032 | სახანძრო სამსახური |
| 7033 | სასამართლოები და პროკურატურა |
| 7034 | სასჯელაღსრულების დაწესებულებები |
| 7035 | კვლევები და განვითარება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში |
| 7036 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში |
| 704 | ეკონომიკური საქმიანობა |
| 7041 | საერთო ეკონომიკური, კომერციული და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობა |
| 70411 | საერთო ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა |
| 70412 | შრომით რესურსებთან დაკავშირებული საკითხები |
| 7042 | სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა |
| 70421 | სოფლის მეურნეობა |
| 70422 | სატყეო მეურნეობა |
| 70423 | მეთევზეობა და მონადირეობა |
| 7043 | სათბობი და ენერგეტიკა |
| 70431 | ნახშირი და სხვა სახის მყარი მინერალური საწვავი |
| 70432 | ნავთობი და ბუნებრივი აირი |
| 70433 | ბირთვული საწვავი |
| 70434 | სხვა სახის საწვავი |
| 70435 | ელექტროენერგეტიკა |
| 70436 | არაელექტრული ენერგია |
| 7044 | სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა |
| 70441 | მინერალური რესურსების მოპოვება მინერალური საწვავის გარდა |
| 70442 | გადამამუშავებელი მრეწველობა |
| 70443 | მშენებლობა |
| 7045 | ტრანსპორტი |
| 70451 | საავტომობილო ტრანსპორტი |
| 70452 | საზღვაო ტრანსპორტი |
| 70453 | სარკინიგზო ტრანსპორტი |
| 70454 | საჰაერო ტრანსპორტი |
| 70455 | მილსადენები და სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები |
| 7046 | კავშირგაბმულობა |
| 7047 | ეკონომიკის სხვა დარგები |
| 70471 | ვაჭრობა, მარაგების შექმნა, შენახვა და დასაწყობება |
| 70472 | სასტუმროები და რესტორნები |
| 70473 | ტურიზმი |
| 70474 | მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტები |
| 7048 | კვლევები და განვითარება ეკონომიკური საქმიანობის სფეროში |
| 70481 | კვლევები და განვითარება საერთო ეკონომიკურ, კომერციულ და შრომით რესურსებთან დაკავშირებულ საქმიანობაში |
| 70482 | კვლევები და განვითარება სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობაში, მეთევზეობასა და მონადირეობაში |
| 70483 | კვლევები და განვითარება სათბობსა და ენერგეტიკაში |
| 70484 | კვლევები და განვითარება სამთომომპოვებელ და გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში |
| 70485 | კვლევები და განვითარება ტრანსპორტის სფეროში |
| 70486 | კვლევები და განვითარება კავშირგაბმულობის სფეროში |
| 70487 | კვლევები და განვითარება სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში |
| 7049 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკის სფეროში |
| 705 | გარემოს დაცვა |
| 7051 | ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება |
| 7052 | ჩამდინარე წყლების მართვა |
| 7053 | გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა |
| 7054 | ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა |
| 7055 | კვლევები და განვითარება გარემოს დაცვის სფეროში |
| 7056 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა გარემოს დაცვის სფეროში |
| 706 | საბინაო-კომუნალური მეურნეობა |
| 7061 | ბინათმშენებლობა |
| 7062 | კომუნალური მეურნეობის განვითარება |
| 7063 | წყალმომარაგება |
| 7064 | გარე განათება |
| 7065 | კვლევები და განვითარება საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში |
| 7066 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში |
| 707 | ჯანმრთელობის დაცვა |
| 7071 | სამედიცინო პროდუქცია, მოწყობილობები და აპარატები |
| 70711 | ფარმაცევტული პროდუქცია |
| 70712 | სხვა სამედიცინო პროდუქცია |
| 70713 | თერაპიული დანიშნულების მოწყობილობები და აპარატები |
| 7072 | ამბულატორიული მომსახურება |
| 70721 | ზოგადი პროფილის ამბულატორიული მომსახურება |
| 70722 | სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება |
| 70723 | სტომატოლოგიური მომსახურება |
| 70724 | საშუალო სამედიცინო პერსონალის მომსახურება |
| 7073 | საავადმყოფოების მომსახურება |
| 70731 | ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მომსახურება |
| 70732 | სპეციალიზირებული საავადმყოფოების მომსახურება |
| 70733 | სამედიცინო ცენტრებისა და სამშობიარო სახლების მომსახურება |
| 70734 | სანატორიუმებისა და გამაჯანსაღებელი სახლების მომსახურება |
| 7074 | საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება |
| 7075 | კვლევები და განვითარება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში |
| 7076 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში |
| 708 | დასვენება, კულტურა და რელიგია |
| 7081 | მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში |
| 7082 | მომსახურება კულტურის სფეროში |
| 7083 | ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა |
| 7084 | რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა |
| 7085 | კვლევები და განვითარება დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში |
| 7086 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში |
| 709 | განათლება |
| 7091 | სკოლამდელი აღზრდა |
| 7092 | ზოგადი განათლება |
| 70921 | დაწყებითი ზოგადი განათლება |
| 70922 | საბაზო ზოგადი განათლება |
| 70923 | საშუალო ზოგადი განათლება |
| 7093 | პროფესიული განათლება |
| 7094 | უმაღლესი განათლება |
| 70941 | უმაღლესი პროფესიული განათლება |
| 70942 | უმაღლესი აკადემიური განათლება |
| 7095 | უმაღლესისშემდგომი განათლება |
| 7096 | განათლების სფეროს დამხმარე მომსახურება |
| 7097 | კვლევები და განვითარება განათლების სფეროში |
| 7098 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში |
| 710 | სოციალური დაცვა |
| 7101 | ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა |
| 71011 | ავადმყოფთა სოციალური დაცვა |
| 71012 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა |
| 7102 | ხანდაზმულთა სოციალური დაცვა |
| 7103 | მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა |
| 7104 | ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
| 7105 | უმუშევართა სოციალური დაცვა |
| 7106 | საცხოვრებლით უზრუნველყოფა |
| 7107 | სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიცირებას |
| 7108 | კვლევები და განვითარება სოციალური დაცვის სფეროში |
| 7109 | სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში |
თითოეული ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე ქვეჯგუფს (დანართი №10), რომელიც ოთხი ციფრის კომბინაციით გამოისახება. მაგალითად, 7011 კოდში რიგით მეოთხე ციფრი, ანუ 1 გამოხატავს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის, ფინანსური და ფისკალური საქმიანობის და საგარეო ურთიერთობების ხარჯებს მათი საქმიანობის სფეროებში. ხოლო 7021 კოდში რიგით მეოთხე ციფრი 1 გამოხატავს შეიარაღებული ძალების სფეროში გაწეულ ხარჯებს.
თითოეულ ამ ჯგუფში თავის მხრივ შეიძლება გამოიყოს ერთი ან მეტი ქვეჯგუფი გამოხატული ხუთი ციფრის კომბინაციით. მაგალითად, 70111 კოდში რიგით მეხუთე ციფრი, ანუ 1 გამოხატავს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯებს მათი საქმიანობის სფეროების მიხედვით. ხოლო, რაც შეეხება თავდაცვის სფეროში 7021 კოდს, მას შემდგომი კონკრეტიზაცია აღარ აქვს. ქვეჯგუფების ოდენობა დამოკიდებულია ერთი რომელიმე ჯგუფის კონკრეტული მიმართულებების რაოდენობაზე.
კლასიფიკაციის სამივე დონის თითოეული ჯგუფის დეტალური აღწერა მოცემულია ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მეთოდურ განმარტებებში, სადაც ნათლად ჩანს, თუ რომელი ხარჯი რომელი კოდის ჯგუფსა თუ ქვეჯგუფში მოექცევა.
სახელმწიფო ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
№10 დანართის მეთოდური განმარტებები
701 საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება
7011 აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინან-სური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები
70111 აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების და სხვა ორგანოების ადმინისტრაციულ და შესაბამისი აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) ბიბლიოთეკების და სხვა მსგავსი საცნობარო თუ საგამომცემლო დაწესებულებების ხარჯებს, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს;
გ) მუდმივი თუ დროებითი კომისიების ფუნქციონირების ხარჯებს, რომლებიც შექმნილნი არიან აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან, მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რეფორმებთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკრეტული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მაგალითად, რომელიმე სამინისტროს აპარატის ხარჯებს, რომელიც ფუნქციის მიხედვით კლასიფიცირდება შესაბამის მმართველობით ხარჯებში. აგრეთვე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება 7018 კოდში.
70112 ფინანსური და ფისკალური საქმიანობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ფინანსურ და ფისკალურ საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ: საფინანსო და ფისკალური ორგანოების (ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, საბაჟო და საგადასახადო ორგანოები და სხვა) სამსახურების ადმინისტრაციულ და შესაბამისი აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) სახელმწიფო შემოსავლების მობილიზებასთან, სახელმწიფო სარეზერვო ფონდების განკარგვასთან და სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აგრეთვე, ამ სფეროში ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული მომსახურებისა და კონტროლის ხარჯებს (კონტროლის პალატა);
გ) ფინანსური და ფისკალური ხასიათის ინფორმაციის, ტექნიკური დოკუმენტაციის და სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აგრეთვე, მთავრობის ყველა დონეზე ფინანსური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სახელმწიფო ვალის დაფარვის, მომსახურების და მისი რესტრუქტურიზაციის ხარჯებს (7017), საბანკო სისტემის მონიტორინგის ხარჯებს (70411).
70113 საგარეო ურთიერთობები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის და მომსახურების ხარჯებს. კერძოდ: საგარეო ურთიერთობების განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულებების (საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ არსებული დიპლომატიური დაწესებულებების, საკონსულო მისიების და სხვა) ადმინისტრაციულ და შესაბამისი აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯებს. აგრეთვე, საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული საინფორმაციო და კულტურული სამსახურების საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) საზღვარგარეთ არსებული ბიბლიოთეკების, სამკითხველო დარბაზების და სხვა საცნობარო სამსახურების ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის ხარჯებს;
დ) რეგულარულ შენატანებსა და სპეციალურ გადასახდელებს, რომლებიც განკუთვნილია საერთაშორისო ორგანიზაციების მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებას (70121); საზღვარგარეთ აკრედიტებული ისეთი მისიების ხარჯებს, რომლებიც შექმნილია ეკონომიკური დახმარების გასაწევად, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი დახმარების პროგრამებში მონაწილეობის ხარჯებს (70122); საზღვარგარეთ განლაგებული სამხედრო დანაყოფების ხარჯებს (7021); სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებას (7023); ტურისტულ საქმიანობასა და მომსახურებას (70473).
7012 საგარეო ეკონომიკური დახმარება
70121 ეკონომიკური დახმარება განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარების მიზნით გაწეულ ხარჯებს, მათი სამსახურების ადმინისტრაციული და აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯების ჩათვლით;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებული ეკონომიკური დახმარების განმახორციელებელი მისიების საქმიანობასთან, ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება/მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სტიპენდიების გაცემის პროგრამების ჩათვლით. აგრეთვე, ტრეინინგების ჩატარების ხარჯებს;
გ) გრანტის (ფულადი ან სასაქონლო ფორმით) და კრედიტის სახით გაწეულ ეკონომიკურ დახმარებებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
შენატანებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაარსებულ ეკონომიკური განვითარების ფონდებში და საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, რომელიც შესაბამისად კლასიფიცირდება (70122) და (7023) მუხლებში.
70122 საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გაწეული ეკონომიკური დახმარება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით სხვა ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებებს და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) სხვა ქვეყნების დახმარების მიზნით ფულადი ან სასაქონლო ფორმით განხორციელებულ შენატანებს საერთაშორისო, რეგიონალური და სხვა ინტერნაციონალური ორგანიზაციების ეკონომიკური განვითა-რების ფონდებში.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში თანამონაწილეობის ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება (7023) მუხლში.
7013 საერთო დანიშნულების მომსახურება
საერთო დანიშნულებისაა ისეთი მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება სახელმწიფო სექტორის კონკრეტულად ერთ რომელიმე სფეროს. იგი წარმოადგენს საერთო სახელმწიფოებრივი დანიშნულების მომსახურებას. ასეთია მაგალითად: ზოგად საკადრო პოლიტიკასთან, საერთო სტატისტიკურ და სხვა მსგავს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები.
70131 საერთო საკადრო მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სახელმწიფო სექტორში საერთო საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ, იმ სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ სფეროს;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებების კადრების შერჩევასთან, შეფასების მეთოდების შემუშავებასა და დანერგვასთან, სამუშაოთა კლასიფიკაციის დადგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) საჯარო სამსახურებში სამუშაო პირობების ნორმების დადგენასა და მათი შესრულების კონტ-როლთან დაკავშირებულ და სხვა მსგავს ხარჯებს;
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
კონკრეტული ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკადრო მომსახურების ხარჯებს. მაგალითად, რომელიმე კონკრეტული სამინისტროს კადრებთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც შესასრულებელი ფუნქციის მიხედვით კლასიფიცირდება შესაბამის კოდში.
70132 საერთო დანიშნულების დაგეგმვა და სტატისტიკური მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო დანიშნულების სოციალურ-ეკონომიკურ დაგეგმვასა და სტატისტიკურ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნულ სფეროში მოქმე-დი დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) საერთო დანიშნულების სოციალურ-ეკონომიკურ დაგეგმვასა და სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, კოორდინირებისა და მონიტორინგის ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
კონკრეტულ ფუნქციებთან დაკავშირებულ საერთო დანიშნულების სოციალურ-ეკონომიკურ დაგეგმვას და სტატისტიკურ მომსახურებას.
70133 საერთო დანიშნულების სხვა მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო დანიშნულების სხვა დანარჩენ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორიცაა ცენტრალიზებული მიწოდება და შესყიდვები, სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების არქივების შექმნისა და შენახვის ხარჯები;
ბ) მთავრობის განკარგულებაში არსებული ან მის მიერ დაკავებული შენობების, ავტოპარკების, სახელმწიფო გამომცემლობების, ბეჭდვითი ორგანოების და სხვა მსგავსი დაწესებულებების ექსპლუატაციის ხარჯებს;
გ) ცენტრალიზებული კომპიუტერული და მონაცემთა ბაზის დამუშავების და მომსახურების ხარჯებს;
დ) მოქალაქეთა და მათი ქონების რეგისტრაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
კონკრეტული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საერთო დანიშნულების მომსახურებას.
7014 ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევები
ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევები მოიცავს ექსპერიმენტულ და თეორიულ სამეცნიერო კვლევებს, რომელთა მიზანია აღმოჩენის ან რაიმე ფაქტის მეცნიერული დასაბუთებით ახალი ცოდნის შეძენა. მისი მიზანი, როგორც წესი, არ არის რაიმე კონკრეტული პრაქტიკული გამოყენება.
7014 ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევები
აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს, რომლებიც განკუთვნილია კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისათვის ამ სფეროში განსახორციელებელი ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
პრაქტიკულ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებას.
7015 კვლევები და განვითარება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში
გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები და ექსპერიმენტული განვითარება, რომლებიც მოიცავს ახალ გამოკვლევებს. ისინი მიმართულია კონკრეტულად რაიმე პრაქტიკული დანიშნულებისათვის ახალი ცოდნის გამოყენებისაკენ.
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში გამოყენებითი კვლევების ჩატარებასა და ექსპერიმენტული განვითარების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ იმ სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციულ და აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს, რომლებიც ახორციელებენ ასეთ კვლევებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს, რომლებიც განკუთვნილია კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისათვის ამ სფეროში განსახორციელებელი გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების და ექსპერიმენტების დასაფინანსებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ფუნდამენტალურ სამეცნიერო კვლევებს (7014)
7016 სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
სახელმწიფო ვალის ძირითადი თანხის დაფარვის, საპროცენტო მომსახურებისა და კრედიტების საგარანტიო ხარჯებს, აგრეთვე სახელმწიფო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება ფინანსურ და ფისკალურ საქმიანობაში (70112).
7017 საერთო დანიშნულების ფულადი ნაკადები მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო დანიშნულების ფულად ნაკადებს მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის, რომლებიც არ არიან განკუთვნილი კონკრეტული მიზნების მისაღწევად;
ბ) რეგიონალური განვითარების პროგრამებსა და პროექტებთან დაკავშირებულ ხარჯებს.
7018 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებასთან დაკავშირებულ ისეთ ხარჯებს, რომლებიც არ კლასიფიცირდება ამ სფეროს სხვა მუხლებში. ასეთია მაგალითად, ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან, არჩევნების და რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან, უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მათ აღმოფხვრასთან, აგრეთვე უფლებათა აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) ყველა სხვა ხარჯს, რომელიც არ კლასიფიცირდება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სხვა დანარჩენ მუხლებში.
702 თავდაცვა
7021 შეიარაღებული ძალები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) შეიარაღებული ძალების საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ: სამხედრო ორგანოების ადმინისტრაციულ და მათი აპარატების შენახვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) სამხედრო საზღვაო, საჰაერო (ჰაერსაწინააღმდეგო), სახმელეთო ძალების მართვის, საჯარისო კავშირგაბმულობის და დაზვერვის ხარჯებს. აგრეთვე, სარეზერვო და დამხმარე ძალების მართვის და საზღვარგარეთ სამხედრო ატაშეების ოფისების და საველე ჰოსპიტლების ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სამხედრო დახმარების მისიებს (7023); არასაველე ჰოსპიტლებს (7073); სამხედრო სასწავლებლებს, სადაც ისწავლება არა მხოლოდ სპეციალური, არამედ ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამებიც (709); სამხედრო პერსონალის საპენსიო უზრუნველყოფას (7102).
7022 სამოქალაქო თავდაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს; საგანგებო სიტუაციებისათვის გეგმების შემუშავებასა და სწავლებების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ბ) სამოქალაქო თავდაცვის ძალების ფუნქციონირებისა და მხარდაჭერის ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
მოქალაქეთა დაცვის მომსახურების (7032), საგანგებო სიტუაციებისთვის კვების პროდუქტების, მოწყობილობების და სხვათა შესყიდვის და მარაგების შექმნის ხარჯებს (7109).
7023 საგარეო სამხედრო დახმარება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, საზღვარგა-რეთის ქვეყნებში, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებსა და ალიანსებში აკრედიტებული სამხედრო მისიების ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) სამხედრო დახმარებებს გრანტის (ფულადი ან სასაქონლო) სახით, სესხებს, აღჭურვილობის იჯარის ხარჯებს; შენატანებს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის.
7024 კვლევები და განვითარება თავდაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) იმ სახელმწიფო ორგანიზაციების ადმინისტრაციულ და ფუნქციონირების ხარჯებს, რომლებიც ატარებენ თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ პრაქტიკულ (გამოყენებით) და სამეცნიერო-ექსპერიმენტალურ კვლევებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს კვლევითი ინსტიტუტებისათვის და უნივერსიტეტებისათვის, რომლებიც თავდაცვის სფეროში ახორციელებენ გამოყე-ნებით სამეცნიერო კვლევებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ფუნდამენტალურ სამეცნიერო კვლევებს (7014)
7025 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა თავდაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) თავდაცვის სფეროს ისეთ ხარჯებს, რომლებიც არ კლასიფიცირდება სხვა დანარჩენ მუხლებში. ასეთია: თავდაცვის სფეროში საერთო პოლიტიკის, სამოქმედო გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და ბიუჯეტის შემუშავების ხარჯები;
ბ) თავდაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნის, მონიტორინგის, მისი დახვეწის და გაუმჯობესების ხარჯებს;
გ) თავდაცვის სფეროში საერთო პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შესრულების რეგულირებისა და კონტროლის ხარჯებს;
დ) თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის, ტექნიკური დოკუმენტაციის და სტატისტიკური მონაცემების მომზადებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
703 საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
7031 პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) პოლიციის საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ: პოლიციის ორგანოების ადმინისტრაციულ ხარჯებს, უცხოელთა რეგისტრაციის, იმიგრანტებისათვის სამუშაო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემის, დაკავებულთა შესახებ დოკუმენტაციის შეგროვების და სტატისტიკური აღრიცხვის წარმოების ხარჯების ჩათვლით;
ბ) საგზაო მოძრაობის რეგულირებისა და კონტროლის, აგრეთვე კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს, საზღვაო და საოკეანო თევზჭერის კონტროლის ჩათვლით;
გ) რეგულარული თუ დამხმარე პოლიციური ძალების საქმიანობის ხარჯებს, რომლებიც ახორციელებენ პორტების, საზღვრებისა და სანაპირო ზოლის დაცვას. აგრეთვე, იმ სპეციალური პოლიციური ძალების საქმიანობის ხარჯებს, რომელთა მომსახურებას იყენებენ სახელმწიფო მმართველობის ორგანოები;
დ) საგზაო ინსპექტორების საქმიანობის ხარჯებს, პოლიციის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული კრიმინალისტიკური ლაბორატორიების და პოლიციელთა ტრეინინგების ხარჯებს;
ე) სახელმწიფო დაცვის მიზნით იმ სპეციალური სამსახურების ფუნქციონირების ხარჯებს, რომელთა დანიშნულებაა სახელმწიფო მმართველობის ობიექტებისა და თანამდებობის პირთა დაცვა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სასწავლებლებს, რომლებშიც პროფესიონალურ მომზადებასთან ერთად იძლევიან ზოგად განათლებასაც (709)
7032 სახანძრო სამსახური
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ფუნქციონირების და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ბ) რეგულარული და დამხმარე ბრიგადების მიერ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციე-ლებელ ხარჯებს. აგრეთვე ამ სფეროში სპეციალური კადრების ტრეინინგების ხარჯებს;
გ) მოსახლეობის დაცვის ისეთი ღონისძიებების ხარჯებს, როგორიცაა ზვავსაშიშროების და წყალდიდობების დროს ევაკუაციის და სანაპირო მაშველთა დახმარების ხარჯები.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სამოქალაქო თავდაცვის ხარჯებს (7022), ისეთი ბრიგადების საქმიანობის ხარჯებს, რომლებიც სპეციალურად ტყეებში გაჩენილი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი.
7033 სასამართლოები და პროკურატურა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სასამართლო სისტემის ორგანოების ადმინისტრაციულ და ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასა და სასამართლო წესით დაკისრებული ჯარიმების მობილიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, პრობაციული სისტემის ხარჯების ჩათვლით;
გ) სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული იურიდიული წარმომადგენლობებისა და საკონსულ-ტაციო დაწესებულებების ხარჯებს;
დ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს (7034)
7034 სასჯელაღსრულების დაწესებულებები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების და გამოსასწორებელი კოლონიების შენობების მოვლის, შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) პატიმართა შენახვისა და მომსახურების ხარჯებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების და გამო-სასწორებელი კოლონიების სისტემის საქმიანობისა და ფუნქციონირების ხარჯებს.
7035 კვლევები და განვითარება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო და ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო და ექსპერიმენტული კვლევების განმახორციელებელი ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მხარდასაჭერად.
7036 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საერთო პოლიტიკის, სამოქმედო გეგმების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, კოორდინირებისა და მონიტორინგის ხარჯებს;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მომზადებასა და მის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) საერთო ხასიათის ინფორმაციის დამუშავე-ბასთან და გავრცელებასთან, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) სხვა დანარჩენ ხარჯებს, რომლებიც არ მიეკუთვნება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს სხვა მუხლებს.
704 ეკონომიკური საქმიანობა
7041 საერთო ეკონომიკური, კომერციული და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობა
70411 საერთო ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო ეკონომიკურ და კომერციულ საქმიანობისა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, საგარეო ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის ჩათვლით;
ბ) საერთო ეკონომიკურ და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხარჯებს. აგრეთვე მთავრობის სხვადასხვა ორგანოებსა და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური და კომერ-ციული ურთიერთობების უზრუნველყოფის ხარჯებს;
გ) ექსპორტ-იმპორტის, შიდა ვაჭრობის, სამომხმარებლო და ფასიანი ქაღალდების ბაზრების რეგულირების, კონკურენტულ ვაჭრობასა და ბაზარზე გასვლასთან, აგრეთვე მონოპოლიების რეგულირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) საბანკო სექტორის კონტროლისა და რეგულირების, აგრეთვე იმ უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც ახორციელებენ პატენტის, სავაჭრო ნიშნების გაცემას, საავტორო უფლებების მინიჭებას, კომპანიების რეგისტრაციას, ამინდის პროგნოზს, ჰიდროლოგიურ და გეოდეზიურ კონტროლს, აგრეთვე სტანდარტების დაცვის მონიტორინგს;
ე) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ზოგადი ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის სფეროში პოლიტიკისა და პროგრამების მხარდასაჭერად;
ვ) მომხმარებლის შესაბამის ინფორმირებასა და მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
კონკრეტულ სექტორთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საკითხებს.
70412 შრომით რესურსებთან დაკავშირებული საკითხები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების, შრომითი პირობების (სამუშაო საათების ოდენობა, ხელფასის მოცულობა, უსაფრთხოება შრომითი საქმიანობის განხორციელებისას) რეგულირებისა და კონტროლის ხარჯებს;
ბ) იმ პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ხარჯებს, რომლებიც მიმართულია სამუშაო ძალის მობილურობის გაზრდის, სქესობრივი, რასობრივი და ასაკობრივი და სხვა სახის დისკრიმინაციის, აგრეთვე ზოგადად უმუშევრობის დონის შემცირებისკენ. განსაკუთრებით ისეთ ჯგუფებში, სადაც დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. შრომის ბირჟების და აღნიშნულ სფეროში სხვა საშუამავლო ორგანოების მომსახურების ხარჯებს;
გ) შრომითი რესურსების რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებასთან და გავრცელებასთან, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს აღნიშნულ სფეროში საერთო პოლიტიკის და პროგრამების დასაფინანსებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
კონკრეტულ სფეროში შრომითი რესურსების რეგულირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; უმუშევრობის შემწეობებს (7105).
7042 სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა
70421 სოფლის მეურნეობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სოფლის მეურნეობის სექტორის მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაცია-დაწესებულებების ფუნქციონირების ხარჯებს;
ბ) ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებასთან. როგორიცაა: სახნავი მიწების მოვლა-შენახვასთან, დამუშავებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) აგრარული რეფორმების, სოფლის მეურნეობის სექტორის რეგულირების და კონტროლის ხარჯებს. აგრეთვე სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და მათთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების მხარდასაჭერად;
დ) წყალდიდობებისგან დაცვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მშენებლობა-ექსპლუატაციის ხარჯებს, ამ სამუშაოებისათვის გრანტების, სესხები-სა და სუბსიდიების გამოყოფის ჩათვლით;
ე) ვეტერინარული, მცენარეთა დაავადებების საწინააღმდეგო, თესლეულის ხარისხის შემოწმებისა და მისი სორტირების ღონისძიებების ხარჯებს;
ვ) სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ხასიათის ინფორმაციის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადებისა და გავრცელების ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტებს (70474).
70422 სატყეო მეურნეობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სატყეო მეურნეობის სფეროში განსახორციე-ლებელი საქმიანობის, მომსახურებისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ბ) ტყის რესურსების დაცვასთან, გაფართოვებასა და რაციონალურ გამოყენებასთან, ტყის რესურსების ექსპლუატაციისა და ხე-ტყის დამზადებისთვის საჭირო ხარჯებს;
გ) ტყის მოვლისა და აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარჯებს, მავნებლებისა და მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ხანძარსა-წინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხარჯებს;
დ) სატყეო მეურნეობის სექტორში ლიცენზიების გაცემის კონტროლისა და რეგულირების ხარჯებს;
ე) სატყეო მეურნეობის სფეროში საერთო ხასიათის ინფორმაციის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადებისა და გავრცელების ხარჯებს;
ვ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს, რომლებიც განკუთვნილია სატყეო მეურნეობის სფეროში პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად.
70423 მეთევზეობა და მონადირეობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) მეთევზეობასა და მონადირეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. როგორიცაა: თევზისა და გარეული ცხოველების მოშენება, დაცვა და მათი რესურსების რაციონალური გამოყენება;
ბ) მდინარეებსა და ზღვებში თევზჭერაზე, თევზის მოშენებაზე და გარეულ ცხოველებზე ნადირობაზე კონტროლის, მეთევზეობასა და მონადირეობაზე ლიცენზიების გაცემის ხარჯებს;
გ) თევზსაშენი მეურნეობების, ცხოველთა გამრავლების და სელექციური სამსახურების საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს;
დ) მეთევზეობასა და მონადირეობასთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ე) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს მეთევზეობისა და მონადირეობის სფეროში პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, აგრეთვე ამ სფეროში კომერციული საქმიანობის განვითარებისთვის განკუთვნილ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ზღვებსა და ოკეანეებში თევზჭერის კონტროლს (7031); ბუნებრივი პარკებისა და ნაკრძალების მარ-თვისა და მხარდაჭერის ხარჯებს (7054).
7043 სათბობი და ენერგეტიკა
70431 ნახშირი და სხვა სახის მყარი მინერალური საწვავი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ყველა ტიპის ნახშირის და სხვა მყარი მინერალური საწვავის მოპოვებისა და გამდიდრების, აგრეთვე სხვა ტიპის საწვავად გარდაქმნის ხარჯებს;
ბ) მყარ მინერალურ საწვავთან დაკავშირებული საქმიანობა და მომსახურება; საბადოების აღმოჩენა, კონსერვაცია, გადამუშავება და რაციონალური გამოყენება; კონტროლი მყარი მინერალური საწვავის მოპოვებაზე, გადამუშავებაზე, განაწილებასა და გამოყენებაზე;
გ) მყარ მინერალურ საწვავთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს აღნიშნულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, აგრეთვე ამ სფროში კომერციული საქმიანობის განვითარებისთვის განკუთვნილ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
მყარი მინერალური საწვავის ტრანსპორტირების ხარჯებს (კლასიფიცირდება 7045 კოდში).
70432 ნავთობი და ბუნებრივი აირი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების, გადამუშავებისა და განაწილების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში გაწეული საქმიანობის, მომსახურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს. როგორიცაა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების მოძიების, შესწავლის, საბადოების დაკონსერვების, შემდგომი დამუ-შავების და გამოყენების ხარჯები;
გ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების, გადამუშავებისა და განაწილების სფეროში კონტროლისა და რეგულირების ხარჯებს;
დ) საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს; გრანტებს, სესხებსა და სუბსიდიებს აღნიშნულ სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ნავთობის ან გაზის ტრანსპორტირების ხარჯებს (კლასიფიცირდება 7045 კოდში).
70433 ბირთვული საწვავი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ბირთვულ საწვავთან დაკავშირებული საქმიანობის, მომსახურებისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს; ბირთვული საწვავის რესურსების მოპოვებასთან, გადამუშავებასთან, დაკონსერვებასთან და რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) ბირთვული საწვავის მოპოვების, გადამუშავებისა და განაწილების სფეროში კონტროლისა და რეგულირების ხარჯებს; ბირთვული საწვავის სფეროში არსებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ბირთვული საწვავის მომპოვებელი და გადამამუშავებელი დარგების ხელშეწყობისათვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ბირთვული საწვავის ტრანსპორტირებასთან დაკავ-შირებულ ხარჯებს (კლასიფიცირდება 7045 კოდით); რადიოაქტიური ნარჩენების ჩამარხვას (7051).
70434 სხვა სახის საწვავი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სხვა დანარჩენი სახის საწვავის (ალკოჰოლის შემცველი, ხე და ხე-ტყის ნარჩენები) მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) აღნიშნული სახის საწვავის წარმოების, მოხმარებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სხვა სახის საწვავის მომპოვებელი და გადამამუშავებელი დარგების ხელშეწყობისათვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სატყეო მეურნეობას (70422), მზისა და ქარის ენერგიას (70435) და გეოთერმულ რესურსებს (70436).
70435 ელექტროენერგეტიკა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ელექტროენერგიის როგორც ტრადიციული (თბო ან ჰიდრო გამომუშავება), აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან (მზისა და ქარის ენერგია) წარმოების ხარჯებს. ელექტროენერგეტიკის სფეროში ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) ელექტროენერგიის გამომუშავებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. როგორიცაა: ენერგოგამომუშავების, გამანაწილებელი და გადამცემი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხარჯები;
გ) ელექტროენერგეტიკის სფეროში წარმოების, მოხმარებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ელექტრო-ენერგეტიკის სფეროში პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
არაელექტრულ ენერგიას (70436)
70436 არაელექტრული ენერგია
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) არაელექტრული ენერგიის წარმოებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს რომელიც ძირითადად უკავშირდება ორთქლის, ცხელი წლისა და ცხელი ჰაერის სახით სითბოს გამომუშავებას, განაწილებასა და მოხმარებას;
ბ) ენერგომომარაგების იმ ობიექტების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც გამოიმუშავებს არაელექტრულ ენერგიას;
გ) არაელექტრული ენერგიის წარმოების, მოხმარებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს არაელექტრული ენერგიის მოხმარების ხელშეწყობისათვის.
7044 სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა
70441 მინერალური რესურსების მოპოვება მინერალური საწვავის გარდა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) მინერალური რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ: ლითონების შემცველი მინერალების, სილის, ქვის, თიხის, ქიმიური ნედლეულის, მინერალური სასუქის, მარილის, ძვირფასი ქვების, აზბესტის, თაბაშირის და ა.შ მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) სამთომომპოვებელ მრეწველობასთან და მინერალური რესურსების მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის და მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა: აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ადმინისტრაციულ და აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯები. ამ საქმიანობის კონტროლისა და მონიტორინგის ხარჯების ჩათვლით;
გ) სამთომომპოვებელ მრეწველობასთან და მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სამთომომპოვებელი მრეწველობისა და მინერალური რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ნახშირსა და სხვა მყარ საწვავ მასალებს (70431), ნავთობსა და ბუნებრივ გაზს (70432), ბირთვულ საწვავს (70433).
70442 მრეწველობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) მრეწველობასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა: ქარხნების მშენებლობის, ექსპლუატაციის ხარჯები, მრეწველობის განვითარების, გაფართოებისა და გაუმჯობესების ხარჯები;
ბ) მრეწველობასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) მრეწველობის სფეროში საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობისათვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ნახშირის გამდიდრებასთან (70431), ნავთობის გაწმენდასთან (70432) და ბირთვული საწვავის წარმოებასთან (70433) დაკავშირებულ ხარჯებს.
70443 მშენებლობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა: სამშენებლო სტანდარტების შემუშავებისა და რეგულირების, შენობის იჯარაზე ნებართვის გაცემის, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მშენებარე (სამშენებლო) ობიექტების ინსპექტირების, აგრეთვე სამშენებლო დარგის კონტროლისა და მონიტორინგის ხარჯები.
ბ) მშენებლობასთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს მშენებლობის ხელშეწყობისათვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
გრანტებს, სესხებს და სუბსიდიებს საცხოვრებელი ბინების, სამრეწველო შენობების, ქუჩების, კომუნალური და კულტურული დაწესებულებების და ა. შ. მშენებლობის უზრუნველსაყოფად (რომელიც კლასიფიცირდება მათი მიზნობრიობის შესაბამისად); საბინაო-კომუნალური სტანდარტების შემუშავებას და რეგულირებას (7061).
7045 ტრანსპორტი
70451 სააავტომობილო ტრანსპორტი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საგზაო სატრანსპორტო სისტემებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გზები, ხიდები, გვირა-ბები, ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაჩერებლები, ავტოპარკები და ა.შ) მშენებლობასთან, ფუნქციონირებასთან, ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) ავტოსაგზაო საშუალების მომხმარებელთა კონტროლსა და რეგულირებასთან (ავტომობილის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის გაცემა, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ზომისა და დატვირთვის სპეციფიკაციების განსაზღვრა, სარეისო და საქალაქთაშორისო ავტობუსების, აგრეთვე სატვირთო ავტომანქანების მძღოლთა სამუშაო საათების განსაზღვრა და ა. შ) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) ავტოსაგზაო სისტემების მუშაობის რეგულირებისა და კონტროლის (ლიცენზირება, სატვირთო გადაზიდვასა და სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრობაზე ტარიფების დაწესება, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკისა და ინტერვალების დაწესება და ა.შ.) ხარჯებს;
დ) ავტოსაგზაო სატრანსპორტო სისტემების მუშაობისა და ავტოსაგზაო მშენებლობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ე) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ავტოსაგზაო სატრანსპორტო სისტემებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განახლებისათვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
საგზაო მოძრაობის კონტროლს (7031), ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელთათვის გამოყოფილ გრანტებს, სესხებს და სუბსიდიებს (70442); ქუჩების დასუფთავებას (7051); ხმაურის დამხშობი ჯებირებისა და სხვა სახის ხმაურდამცავი ნაგებობების მშენებლობას, რაც ითვალისწინებს საქალაქო ავტომაგისტრალების ხმის დამხშობი ზედაპირით დაფარვას (7053); ქუჩების განათებას (7064).
70452 საზღვაო ტრანსპორტი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) შიდა, სანაპირო და საზღვაო სატრანსპორტო სისტემების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (პორტი, დოკი, სანავიგაციო საშუალებები და აღჭურვილობა, არხები, ხიდები, გვირაბები, ტალღისაგან დამცავი ჯებირები, ტერმინალები და ა. შ) მშენებლობასთან, ფუნქციონირებასთან, ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) საზღვაო ტრანსპორტის მომხმარებელთა კონტროლსა და რეგულირებასთან (გემებისა და ეკიპაჟის რეგისტრაცია, ლიცენზირება და შემოწმება, მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხოების წესების დაცვის რეგულირების მიზნით) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) საზღვაო სატრანსპორტო სისტემათა ფუნქციონირების კონტროლსა და რეგულირებასთან (პრივილეგიების მიცემა, გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფების, ასევე მომსახურების საათებისა და განრიგის დამტკიცება და ა.შ.) დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) საზღვაო სატრანსპორტო სისტემების მუშაობისა და საზღვაო სატრანსპორტო ნაგებობების მშენებლობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ე) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს საზღვაო სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების გასაუმ-ჯობესებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
გემთსაშენებისთვის გრანტების, სუბსიდიებისა და სესხების გაცემას (70442).
70453 სარკინიგზო ტრანსპორტი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემისა და სარკინიგზო ნაგებობების (სარკინიგზო ლიანდაგები, რკინიგზის სადგურები, ტერმინალები, გვირაბები, ხიდები და ა.შ) მშენებლობასთან, ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხაჯრებს;
ბ) სარკინიგზო საშუალებების მომხმარებელთა კონტროლსა და რეგულირებასთან (რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, რკინიგზის ვაკისის, მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოების მდგომარეობა და ა. შ), აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების კონტროლსა და რეგულირებასთან (პრი-ვილეგიების მინიჭება, გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფების, ასევე მომსახურების საათები-სა და განრიგის დამტკიცება და ა.შ.) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემების მუშაობისა და რკინიგზის მშენებლობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემების და სარკინიგზო ნაგებობების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
მოძრავი შემადგენლობის (ვაგონების) მწარმოებლებისათვის სუბსიდიების, გრანტებისა და სესხების გაცემას (70442); ხმაურის დამხშობი ჯებირებისა და სხვა სახის ხმაურდამცავი ნაგებობების აგებას, სარკინიგზო ლიანდაგების სპეციალური ხმის დამხ-შობი ზედაპირით დაფარვის ჩათვლით (7053).
70454 საჰაერო ტრანსპორტი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საჰაერო სატრანსპორტო სისტემის და საჰაერო სატრანსპორტო ნაგებობების (აეროპორტები, ასაფრენი ბილიკები, ტერმინალები, მოსაცდელი დარბაზები, საჰაერო ნავიგაციის საშუალებები და მოწყობილობები, ფრენის კონტროლის საშუალებები და ა.შ) მშენებლობასათან, ფუნქციონირებასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შეკეთებასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მომხმარებელთა კონტროლსა და რეგულირებასთან (საჰაერო ხომალდების, პილოტების, ეკიპაჟის რეგისტრაცია, ლიცენზირება და შემოწმება, მგზავრთა უსაფრთხოების წესების კონტროლი და რეგულირება, საჰაერო ტრანსპორტზე მომხდარი უბედური შემთხვევების გამოძიება და ა.შ.), საჰაერო სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირების კონტროლსა და რეგულირებასთან (ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენა, ასევე მომსახურების საათებისა და განრიგის დამტკიცება და ა. შ) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) საჰაერო სატრანსპორტო სისტემებისა მუშაობისა და საჰაერო სატრანსპორტო ნაგებობების მშენებლობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გავრცელება;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს საჰაერო სატრანსპორტო სისტემებისა და საჰაერო სატრან-სპორტო ნაგებობების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
თვითმფრინავის მწარმოებლებისათვის გრანტების, სესხებისა და სუბსიდიების გაცემას (70442).
70455 მილსადენები და სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების (ფუნიკულიორები, საბაგირო გზები) მშენებლობასათან, ფუნქციონირებასთან, ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მომხმარებელთა კონტროლსა და რეგულირებასთან (აღჭურვილობის რეგისტრაცია, ლიცენზირება და შემოწმება, ოპერატორების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (ტრეინინგები), ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და ა.შ.), აგრეთვე მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირებასა და კონტროლთან (პრივილეგიების მინიჭება, გადაზიდვის ტარიფების, ასევე მომსახურების განრიგის დამტკიცება და ა.შ.) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) მილსადენისა და სხვა სატრანსპორტო სისტემების მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
7046 კავშირგაბმულობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) კავშირგაბმულობის სისტემების (საფოსტო, სატელეფონო, სატელეგრაფო, ფიჭური და სატე-ლიტური სისტემების) მშენებლობასთან, ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) კავშირგაბმულობის სისტემათა ფუნქციონირების რეგულირებასა და კონტროლთან (პრივილეგიების მინიჭება, სიხშირეთა გადაცემა, ტარიფების და მომსახურე ბაზრების სპეციფიკაციის განსაზღვრა და ა.შ.) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) კავშირგაბმულობის სფეროსთან დაკავშირებული საკითხებისა და მომსახურების შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს კავშირ-გაბმულობის სისტემათა ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
საზღვაო (70452) და საჰაერო (70454) ტრანსპორ-ტის რადიო და სატელიტური სანავიგაციო საშუალე-ბებით აღჭურვას; ტელე და რადიო მაუწყებლობის სისტემებს (7083).
7047 ეკონომიკის სხვა დარგები
70471 ვაჭრობა, მარაგების შექმნა, შენახვა და დასაწყობება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ვაჭრობასთან, მარაგების შექმნასა და დასაწყობებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) საბითუმო და საცალო ვაჭრობის რეგულირებისა და კონტროლის (ლიცენზიების გაცემა, ვაჭრობის წესების დაცვა, დაფასოებული სასურსათო და სხვა საოჯახო პროდუქტის მარკირება, სასწორებისა და სხვა ასაწონი საშუალებების შემოწმება და ა.შ), აგრეთვე შენახვისა და დასაწყობების ნორმების დაცვის რეგულირების (ლიცენზიების გაცემისა და სახელ-მწიფო საბაჟო საწყობების საქმიანობაზე კონტროლის ჩათვლით) ხარჯებს;
გ) ფასების და პროდუქტების ნორმირების სქემების კონტროლის საკითხებთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) სავაჭრო და საბითუმო ვაჭრობასთან, მარაგების შექმნასა და შენახვასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების ხარჯებს;
ე) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს საბითუმო და საცალო ვაჭრობასთან, შენახვასა და დასაწყობებასთან დაკავშირებული საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ფასების და სხვა სახის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც ვრცელდება მწარმოებლებზე (კლასიფიცირდება შესასრულებელი ფუნქციის მიხედვით); მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფებისა თუ ცალკეული პირებისათვის განკუთვნილ სასურსათო და სხვა მსგავს სუბსიდიებს (710).
70472 სასტუმროები და რესტორნები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობასთან, გაფართოებასთან, გაუმჯობესებასთან, ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) რესტორნებისა და სასტუმროების ფუნქციონირების რეგულირებასა და კონტროლთან (სანიტარული ნორმების და მომსახურების წესები, ფასების რეგულირება, რესტორნებისა და სასტუმროების ლიცენზირება და ა.შ.) დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) რესტორნებისა და სასტუმროების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხებისა და მომსახურების შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
70473 ტურიზმი
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ტურიზმის სფეროში განსახორციელებელი საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა: ტურიზმის ობიექტების მშენებლობის, მათი ხელშეწყობისა და განვითარების, ტურისტული ბიუროების მართვის, სარეკლამო კამპანიების ორგანიზების ხარჯები;
ბ) ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
70474 მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტების შექმნასთან, განხორციელებასთან, მათ ტექნიკურ მომსახურებასთან, მონიტორინგთან და კონტროლთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს განვითარების მრავალმიზნობრივი პროექტების განსახორციელებლად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
პროექტებს, რომლებსაც გააჩნიათ ერთი ძირითადი ფუნქცია, ხოლო დანარჩენი ფუნქციები მეორეხარისხოვანია (კლასიფიცირდება ძირითადი ფუნქციის მიხედვით)
7048 კვლევები და განვითარება ეკონომიკური საქმიანობის სფეროში
70481 კვლევები და განვითარება საერთო ეკონომიკურ, კომერციულ და შრომით რესურსებთან დაკავ-შირებულ საქმიანობაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საერთო ეკონომიკურ, კომერციულ და შრომით რესურსებთან დაკავშირებულ საქმიანობაში სამეცნიე-რო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციელებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს საერთო ეკონომიკურ, კომერციულ და შრომით რესურსებთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერსიტეტები.
70482 კვლევები და განვითარება სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობაში, მეთევზეობასა და მონადირეობაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სოფლის მეურნეობასთან, სატყეო მეურნეობასთან, მეთევზეობასა და მონადირეობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციელებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სოფლის მეურნეობასთან, სატყეო მეურნეობასთან, მეთევზეობასა და მონადირეობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერსიტეტები.
70483 კვლევები და განვითარება სათბობსა და ენერგეტიკაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სათბობსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციელებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში გამოყენებითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერსიტეტები.
70484 კვლევები და განვითარება სამთომომპოვბელ და მრეწველობასა და მშენებლობაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სამთომოპოვებით საქმიანობასთან, მრეწველობასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციელებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სამთომო-პოვებით საქმიანობასთან, მრეწველობასა და მშენებ-ლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერსიტეტები.
70485 კვლევები და განვითარება ტრანსპორტის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორ-ციელებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ტრანსპორტის სფეროში გამოყენებითი და ექსპერიმენ-ტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერ-სიტეტები.
70486 კვლევები და განვითარება კავშირგაბმულობის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) კავშირგაბმულობის სფეროში სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციელებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს კავშირგაბმულობის სფეროში გამოყენებითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერსიტეტები.
70487 კვლევები და განვითარება სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციე-ლებელ და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებითი და ექსპერი-მენტული გამოკვლევების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები თუ უნივერ-სიტეტები.
7049 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საერთო პოლიტიკის, პროგრამებისა და გეგმების, აგრეთვე ბიუჯეტების შემუშავების, კოორდინირებისა და მონიტორინგის ხარჯებს;
ბ) ყველა სხვა ხარჯს, რომელიც არ კლასიფიცირდება დანარჩენ მუხლებში, მაგრამ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან.
705 გარემოს დაცვა
7051 ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასთან, გადამუშავებასა და განადგურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. როგორიცაა: ნარჩენების შეგროვება ქუჩების, პარკების, ბაზრების, გზების, საზოგადოებრივი ბაღების, სკვერებისა და ა.შ ტერიტორიებზე და მათი დასუფთავება, აღნიშნული ნარჩენების გადამუშავების ან განადგურების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარ-ჯების ჩათვლით;
ბ) ნარჩენების გადამუშავებისა და განადგურების ყველა ხარჯს, რომელიც ხმარდება ნებისმიერი ტიპის საყოფაცხოვრებო ნარჩენის ფიზიკურ, ქიმიურ თუ ბიოლოგიურ გადამუშავებას, ნაგავსაყრელებზე, მიწაში, სპეციალურ კონტეინერებსა თუ წყალში განთავსებას. (ბირთვული ნარჩენების ჩათვლით).
გ) აღნიშნული პროცესის ადმინისტრირების, მართვის, კონტროლის და ინსპექტირების ხარჯებს.
7052 ჩამდინარე წყლების მართვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციისა და ჩამდინარე წყლების გადამუშავების ხარჯებს, როგორიცაა: კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟების ხარჯები. აგრეთვე, ნებისმიერი სახის ჩამდინარე წყლის (წვიმის წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ჩამდინარე წყლები) წარმოშობის ადგილიდან გამფილტრავ სადგურებამდე ან ზედაპირული წყლების ადგილამდე გატანის და ჩაღვრის ხარჯებს;
ბ) ჩამდინარე წყლების ნებისმიერი მექანიკური თუ ბიოლოგიური გადამუშავების ხარჯებს, რომლის მიზანია ასეთი წყლის ეკოლოგიურ სტანდარტებთან და ხარისხის სხვა დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) აღნიშნული პროცესის ადმინისტრირების, მართვის, კონტროლის და ინსპექტირების ხარჯებს. აგრეთვე გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს აღნიშნულ სფეროში.
7053 გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სხვადასხვა სახის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჰაერის, კლიმატის, ბუნებრივი წყლების და ზოგადად გარემოს დაბინძურების, აგრეთვე ვიბრაციის, ხმაურისა და რადიაციის წინააღმდეგ ბრძოლას;
ბ) გარემოსდაცვით სფეროში საკონტროლო სისტემებისა და სადგურების (გარდა მეტეოროლოგიური სადგურებისა) შექმნასთან, დამონტაჟებასთან, ტექნიკურ შეიარაღებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) ხმაურდამცავი ჯებირების და სხვა მსგავსი ნაგებობების აგების, წყალსაცავების დაბინძურებული ნივთიერებებისაგან დაცვის ხარჯებს. ნეგატიური ზემოქმედების მქონე ნარჩენების გარესამყაროში მოხვედრის პრევენციულ ღონისძიებებს და კონტროლს.
დ) გამწმენდი დანადგარების მშენებლობა-დამონტაჟებასთან, ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარემოს დამაბინძურებელი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით;
ე) აღნიშნული პროცესის ადმინისტრირების, მართვის, კონტროლის და ინსპექტირების ხარჯებს. აგრეთვე გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლისათვის.
7054 ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ფლორისა და ფაუნის (გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი სახეობების), ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ბინადრობის ადგილების (ნაკრძალებისა და პარკების) და ლანდშაფტების დაც-ვის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს, დაზიანებული ლანდშაფტების (მიტოვებული მაღაროებისა თუ ქვის მასალის მოპოვების ადგილების) ესთეტიკური დანიშნულებით აღდგენის ხარჯების ჩათვლით;
ბ) ბიომრავალფეროვნების და ლანდშაფტების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ადმინისტრირების, მართვის, კონტროლის და ინსპექტირების ხარჯებს. აგრეთვე გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ბიომრავალფეროვნების და ლანდშაფტების დაცვის სფეროში პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად.
7055 კვლევები და განვითარება გარემოს დაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) იმ სახელმწიფო უწყებების საქმიანობისა და ადმინისტრირების ხარჯებს, რომლებიც ახორციელებენ გამოყენებით და სამეცნიერო-ექსპერიმენტალურ კვლევებს გარემოსდაცვით სფეროში;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს კვლევით ინსტიტუტებსა თუ უნივერსიტეტებს გარემოსდაცვით სფეროში გამოყენებითი და სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განსახორციელებლად.
7056 სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გარემოს დაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) გარემოს დაცვის სფეროში მართვის, რეგულირების, ადმინისტრირებისა და კონტროლის ხარჯებს. როგორიცაა: აღნიშნულ სფეროში საერთო პოლიტიკის, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება, კოორდინირება და მონიტორინგი;
ბ) გარემოსდაცვითი საქმიანობისა და მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აგრეთვე ყველა იმ ხარჯს, რომელიც არ კლასიფიცირდება სხვა დანარჩენ მუხლებში.
706 საბინაო-კომუნალური მეურნეობა
7061 ბინათმშენებლობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ბინათმშენებლობის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორიცაა: ბინათმშენებლობის განვითარების ხელშეწყობის, მონიტორინგის და შეფასების ხარჯები, ბინათმშენებლობის სტანდარტების შემუშავებისა და რეგულირების ხარჯების ჩათვლით (იმის მიუხედავად, თუ ვინ ეწევა ბინათმშენებლობას – სახელმწიფო თუ კერძო სექტორი);
ბ) ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით ძველი დასახლებების გასუფთავების, შესაბამისი მიწის ნაკვეთების შეძენის, აგრეთვე არსებული საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქციის ხარჯებს;
გ) ბინათმშენებლობის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სესხებსა და სუბსიდიებს საბინაო ფონდის გაფართოების, გაუმჯოებესებისა და შენახვის უზრუნველსაყოფად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სამშენებლო სტანდარტების შემუშავებასა და მათი დაცვის რეგულირებას (70443); საოჯახო მეურნეობებისთვის საბინაო ხარჯების დასაფარავად ფულადი თუ სასაქონლო ფორმით გაწეულ დახმარებებს (7106).
7062 კომუნალური მეურნეობის განვითარება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) კომუნალური მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს, მშენებლობისა და ამავე სფეროში მიწათსარგებლობის ნორმების მარეგულირებელი კანონმდებლობის კონტროლის ხარჯების ჩათვლით;
ბ) ახალი რაიონების მშენებლობის ან ძველი რაიონების რეაბილიტაციის დაგეგმვის ხარჯებს, საცხოვრებელ რაიონებში სახლების, მათ მომსახურებასთან დაკავშირებული სამრეწველო ნაგებობების, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კულტურული დაწესებულებების და დასვენების ადგილების გაუმჯობესებისა და რეკონსტრუქციის ხარჯებს. აგრეთვე აღნიშ-ნული ღონისძიებებისათვის შესაბამისი ფინანსური პროგრამების შემუშავების ხარჯებს;
გ) კომუნალური მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და მომსახურების შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს კომუნალური მეურნეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ამავე ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების ფაქტობრივი განხორციელების ხარჯებს, რაც გულისხმობს ბინების, სამეწარმეო ნაგებობების, საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებების მშენებლობას, გზების დაგებას და ა.შ (ისინი კლასიფიცირდება ფუნქციის მიხედვით); აგრარულ რეფორმებს და მიწების დასახლებას (70421); სამშენებლო (70443) და საბინაო სტანდარტების (7061) დაცვის ხარჯებს.
7063 წყალმომარაგება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორიცაა: სასმელი წყლით მომარაგების რეგულირებისა და კონტროლის, წყლის სისუფთავის, ღირებულების და ხარისხის კონტროლის ხარჯები;
ბ) წყალმომარაგების არაკომერციული სისტემების მშენებლობის და/ან ექსპლუატაციის ხარჯებს;
გ) წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხებისა და მომსახურების შესახებ საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაციის, მშენებლობის, შენახვისა და განახლების ღონისძიებების მხარდასაჭერად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
საირიგაციო სისტემებს (70421); მრავალმიზნობრივი განვითარების პროექტებს (70474); ჩამდინარე წყლების შეგროვებასა და გაწმენდას (7052).
7064 გარე განათება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) გარე განათებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, გარე განათების საშუალებების დამონტაჟების, ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვისა და განახლების ხარჯებს;
ბ) გარე განათების სტანდარტების შემუშავებასთან, მათი შესრულების რეგულირებასა და კონტროლთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ავტოსტრადების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოყენებული გარე განათე-ბით უზრუნველყოფის ხარჯებს (70451).
7065 კვლევები და განვითარება საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საბინაო-კომუნალურ მეურნეობასთან დაკავშირებული გამოყენებითი და სამეცნიერო-ექსპერიმენტული გამოკვლევების განსახორციელებელ ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს იმ ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისათვის, რომლებიც ახორციელებენ გამოყენებით და ექსპერიმენტალურ კვლევებს საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში.
7066 სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სხვა დანარჩენ ხარჯებს, რომლებიც არ კლასი-ფიცირდება საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფე-როს სხვა მუხლებში, როგორიცაა: საბინაო-კომუ-ნალური მეურნეობის სფეროში საერთო პოლიტიკის, მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის, მათი შესრულების კონტროლისა და რეგულირების ხარჯები;
ბ) საბინაო-კომუნალურ მეურნეობასთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
707 ჯანმრთელობის დაცვა
7071 სამედიცინო პროდუქცია, მოწყობილობები და აპარატები
70711 ფარმაცევტული პროდუქცია
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ფარმაცევტული პროდუქციით (სამედიცინო პრეპარატები, სამკურნალო საშუალებები, შრატები, ვაქცინები, ვიტამინები, მინერალები და სხვა) უზრუნველყოფის, მომარაგების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული და მმართველობითი ხარჯების ჩათვლით.
70712 სხვა სამედიცინო პროდუქცია
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
სხვა სამედიცინო პროდუქციით (სამედიცინო თერმომეტრები, ლეიკოპლასტირები, ერთჯერადი შპრიცები, გადასახვევი საშუალებები, პირველადი დახმარების აფთიაქები და სხვა.) უზრუნველყოფისა და მომარაგების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული და მმართველობითი ხარჯების ჩათვლით.
70713 თერაპიული დანიშნულების მოწყობილობები და აპარატები
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) თერაპიული დანიშნულების მოწყობილობებითა და აპარატებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ხარჯებს. როგორებიცაა: სათვალეები და კონტაქტური ლინზები, სასმენი აპარატები, პროთეზები (მათი დამზადების ხარჯების ჩათვლით), ორთოპედიული აპარატები, კორსეტები, ინვალიდის სავარძლები და ეტლები, ყავარჯნები, წნევის საზომი აპარატები და სხვა;
ბ) აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციულ და მმართველობით ხარჯებს. აგრეთვე, თერაპიული და-ნიშნულების მოწყობილობებისა და აპარატების შეკეთებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
თერაპიული დანიშნულების მოწყობილობების იჯარით აღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება (70724) კოდში.
7072 ამბულატორიული მომსახურება
70721 ზოგადი პროფილის ამბულატორიული მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ზოგადი პროფილის სამედიცინო კლინიკების, ამბულატორიებისა და საოჯახო მედიცინის ცენტრე-ბის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს;
ბ) აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ, ფინანსური მხარდაჭერის, კონტროლისა და მონიტორინგის ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიებისა და რენტგენის ცენტრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება (70724) კოდში.
70722 სპეციალიზირებული ამბულატორიული მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებების, ამბულატორიებისა და საოჯახო მედიცინის ცენტრების ან ექიმების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს. ასეთია კონკრეტულ დაავადებათა სამკურ-ნალო პოლიკლინიკების მომსახურების ხარჯები;
ბ) სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებების, ამბულატორიებისა და საოჯახო მედიცინის ცენტრების ან ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს. აგრეთვე, აღნიშნული მომსახურების ინსპექტირებასა და ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) ორთოდონტი სტომატოლოგების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სტომატოლოგიური კლინიკების; სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიებისა და რენტგენის ცენტრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება შესაბამისად (70723) და (70724) კოდებში.
70723 სტომატოლოგიური მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ამბულატორიული ავადმყოფებისათვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის ხარჯებს;
ბ) საერთო პროფილის და სპეციალიზირებული სტომატოლოგიური პოლიკლინიკების მომსახურების ინსპექტირებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
გ) კბილის პროთეზის მორგებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
კბილის პროთეზების დამზადების, სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიებისა და რენტგენის ცენტ-რების მომსახურების ხარჯებს, რომელიც შესაბამისად კლასიფიცირდება (70713) და (70724)კოდებში.
70724 საშუალო სამედიცინო პერსონალის მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ამბულატარიულ მკურნალობასთან დაკავშირებით საშუალო სამედიცინო პერსონალის მომსახურების ხარჯებს. როგორიცაა: მედდების, მეანების, ფიზიოთერაპევტების, ლოგოპედებისა და სხვა მსგავსი საშუალო სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურება (როგორც სპეციალურ ამბულატორიულ დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში, ასევე ოჯახში);
ბ) აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების მართვის, ინსპექტირებისა და კონტროლის ხარჯებს;
გ) აკუპუნქტურის, პედიკიურის, ტრადიციული მედიცინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების მომსახურების ხარჯებს. აგრეთვე: სამედიცინო კვლევით ლაბორატორიების და რენტგენის ცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თერაპიული დანიშნულების მოწყობილობების დაქირავების, ბალნეოლოგიური მკურნალობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯებს. ამ უკანასკნელში არ შედის უშუალოდ საავადმყოფოთა დაქვემდებარებაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების პერსონალის ხარჯები.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ჯანდაცვის სფეროს მომსახურე ლაბორატორიების და დიაგნოსტიკური ცენტრების ხარჯებს, რომელიც შესაბამისად კლასიფიცირდება (7074) და (7075) კოდებში;
7073 საავადმყოფოების მომსახურება
70731 ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით. ასეთი საავადმყოფოები, როგორც წესი, არ შემოიფარგლებიან რომელიმე კონკრეტული სპეციალური განხრით და ეწევიან საერთო ჰოსპიტალიზირებულ მკურნალობას;
ბ) ზოგადი პროფილის საავადმყოფოების ინსპექტირებასა და ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სპეციალური სამედიცინო ცენტრების მომსახურების ხარჯებს, რომლებიც კლასიფიცირდება (70733) კოდში.
70732 სპეციალიზირებული საავადმყოფოების მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სპეციალიზირებული საავადმყოფოების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს, რომლებიც ზოგადი პროფილის საავადმყოფოებისაგან განსხვავდებიან იმით, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შემოიფარგლება კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობით. ასეთია მაგალითად, ფილტვების დაავადებების მკურნალობა, კიბოს, ყელ-ყურის, ცხვირის, სულიერ ავადმყოფთა, ბავშვთა მკურნალობა და ა.შ.;
ბ) სპეციალიზირებული საავადმყოფოების მართვის, ინსპექტირებისა და ფინანსური მხარდაჭერის ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სამშობიარო სახლებს, რომლებიც კლასიფიცირდება (70733) კოდში;
70733 სამედიცინო ცენტრებისა და სამშობიარო სახლების მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სპეციალური სამედიცინო ცენტრებისა და სამშობიარო სახლების მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) აღნიშნულ სფეროში მართვის, ადმინისტრაციულ, ინსპექტირებისა და ფინანსური მხარდაჭერის ხარჯებს.
70734 სანატორიუმებისა და გამაჯანსაღებელი სახლების მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სანატორიუმებისა და გამაჯანსაღებელი სახლების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ პაციენტთა მკურნალობას, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაციები, გადატანილი აქვთ მძიმე ავადმყოფობა და რომლებიც საჭიროებენ კონტროლს მედიკამენტების მიღებისას, ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარებას, დაკარ-გული ფუნქციის აღსადგენად ვარჯიშებს ან დასვენებას;
ბ) სანატორიუმებისა და გამაჯანსაღებელი სახლების მართვის, ადმინისტრაციულ, ინსპექტირებისა და ფინანსური მხარდაჭერის ხარჯებს.
7074 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ჯანდაცვის სფეროში გაწეული სხვა მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა: სპეციალური ბრიგადების მიერ სამუშაო ადგილებზე, სკოლებში ან სხვა არასამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ მომსახურებას;
ბ) აღნიშნულ სფეროში ადმინსტრაციულ, ინსპექტირებისა და ფინანსური მხარდაჭერის ხარჯებს;
გ) სისხლის ბანკის ფუნქციონირების (მიღება, დამუშავება, შენახვა, ტრანსპორტირება), დაავადებათა დიაგნოსტიკის (კიბოს, ტუბერკულიოზის, ვენერიული დაავადებების), პროფილაქტიკის (იმუნიზაცია, აცრები) და კონტროლის ღონისძიებებთან (ბავშვების კვება) დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ საჭირო მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ე) ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
ვ) სამედიცინო ლაბორატორიების მომსახურების ხარჯებს, სამედიცინო დაწესებულებების რეკოსტრუქციასა და შეკეთებასთან, აგრეთვე მათი აღჭურვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
სამეცნიერო-კვლევითი და დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ხარჯებს, რომლებიც შესაბამისად კლა-სიფიცირდება (70724) და (7075) კოდებში.
7075 კვლევები და განვითარება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ჯანდაცვის სფეროში გამოყენებითი და სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულებების მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების განხორციელების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები;
გ) დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ფუნდამენტალურ გამოკვლევებთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც კლასიფიცირდება (7014) კოდში.
7076 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ჯანდაცვის სფეროში საერთო პოლიტიკის, გეგმების, პროგრამების და ბიუჯეტის შემუშავების, მათი კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელების ხარჯებს;
ბ) ჯანდაცვის სფეროში კანონმდებლობისა და სტანდარტების შემუშავებასა და მათი შესრულების უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს;
გ) სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) ჯანდაცვის სფეროში საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ე) ჯანდაცვის საკითხებს, რომლებიც არ კლასიფიცირდება სხვა დანარჩენ მუხლებში.
708 დასვენება, კულტურა და რელიგია
7081 მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სპორტისა და დასვენების სფეროში საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, კერძოდ, აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ბ) სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფის და მათი გამოყენების რეგულირების ხარჯებს, სპორტული და დასვენების ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ნაგებობებისა და ადგილების (მოედნები, სტადიონები, ჩოგბურთის კორტები, სარბენი ბილიკები, სპორტული დარბაზები, პარკები, პლაჟები და სხვა) ფინანსური მხარდაჭერის და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სპორტული გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებს, აკვარიუმებს და სხვა მსგავს ობიექტებს (7082); სპორტულ და დასვენების ობიექტებს, რომლებიც განეკუთვნება სასწავლო დაწესებულებებს (709).
7082 მომსახურება კულტურის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) კულტურის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, კერძოდ: კულტურის ობიექტების და მათი სახელმწიფო მმართველობის ორგანიზაცია-დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, კულტურული დაწესებულებების ფუქციონირების კონტროლისა და რეგულირების ხარჯებს;
ბ) კულტურული დანიშნულების ობიექტების (ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სამხატვრო გალერეები, თეატრები, საგამოფენო დარბაზები, ძეგლები, ისტორიული ნაგებობები, ისტორიული ადგილები, ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები, აკვარიუმები და ა.შ) ფუნქციონირების გაუმჯობესების, კულტურული ღონისძიებების ორგანიზების, ჩატარებისა და მხარდაჭერის ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების და კულტურის სხვა წარმომადგენლების, აგრეთვე კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერისთვის;
დ) ეროვნული თუ ადგილობრივი დღესასწაულების ჩატარების ხარჯებს, თუკი ისინი სპეციალურად ტურისტების მოსაზიდად არ ხორციელდება.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
უცხოეთში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს (70113); ადგილობრივ, რეგიონალურ ან ეროვნულ ზეიმებს, რომლებიც უმთავრესად გამიზნულია ტურისტების მოსაზიდად (70473); ტელე-რადიო მაუწყებლობის ხარჯებს (7083).
7083 ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ტელე-რადიო მაუწყებლობასა და საგამომცემლო სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული, კონტროლისა და რეგულირების ხარჯების ჩათვლით;
ბ) ტელე-რადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობის წარმართვის და ფინანსური მხარდაჭერის ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს ტელე-რადიო მაუწყებლობის ობიექტების მშენებლობისა და მოწყობილობა-დანადგარების შეძენის, აგრეთვე გაზეთების, ჟურნალებისა და წიგნების გამოსაცემად განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების მხარდასაჭერად.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
მსხვილ და პატარა საერთო სახელმწიფო დანიშნულების ტიპოგრაფიებს (70133); ტელე-რადიო გადაცემების მეშვეობით მიღებულ განათლების ხარჯებს (709).
7084 რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) რელიგიის სფეროში საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, ადმინისტრაციული და სხვა საზოგა-დოებრივი მომსახურების ხარჯების ჩათვლით;
ბ) ღვთისმსახურებისა და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩასატარებლად, შენობების ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვისა და შეკეთების ხარჯებს;
გ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს რელიგიუი, სამოქალაქო, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, პროფესიული კავშირებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის სტიმულირებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის.
7085 კვლევები და განვითარება დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სახელმწიფო დაწესებულებების მიერ დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების, მათი მართვისა და რეგულირების ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს იმ ორგანიზაციებისათვის, კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისათვის, რომლებიც დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროებში ახორციელებენ სამეცნიერო და ექსპერიმენტალურ გამოკვლევებს.
7086 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროებში სხვა დანარჩენ ხარჯებს, როგორიცაა საერთო პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტების შედგენის, მათი განხორციელების კოორდინირებისა და მონიტორინგის ხარჯები;
ბ) საერთო ხასიათის ინფორმაციისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებასთან, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აგრეთვე ყველა იმ ხარჯს, რომელიც არ კლასიფიცირდება სხვა დანარჩენ მუხლებში.
709 განათლება
7091 სკოლამდელი აღზრდა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სკოლამდელი აღზრდის უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) სკოლამდელი აღზრდის სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს.
7092 ზოგადი განათლება
70921 დაწყებითი ზოგადი განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) დაწყებითი ზოგადი განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) დაწყებითი ზოგადი განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს;
გ) უფროსი ასაკისა და ახალგაზრდებისთვის დაწყებითი ზოგადი განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს.
70922 საბაზო ზოგადი განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საბაზო ზოგადი განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, საბაზო ზოგადი განათლების დაწესებულებების ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) საბაზო ზოგადი განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს.
70923 საშუალო ზოგადი განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) საშუალო ზოგადი განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვ-ლით;
ბ) საშუალო ზოგადი განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს.
7093 პროფესიული განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) პროფესიული განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) პროფესიული განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს.
7094 უმაღლესი განათლება
70941 უმაღლესი პროფესიული განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) უმაღლესი პროფესიული განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) უმაღლესი პროფესიული განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს.
70942 უმაღლესი აკადემიური განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) უმაღლესი აკადემიური განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარ-ჯებს.
7095 უმაღლესისშემდომი განათლება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) უმაღლესისშემდომი განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) უმაღლესისშემდომი განათლების სფეროში პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხარჯებს.
7096 განათლების სფეროს დამხმარე მომსახურება
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯების, როგორებიცაა: ტრანსპორტირება, კვება, ცხოვრება, სამედიცინო და სტომატოლოგიური მკურნალობა და სხვა დამხმარე მომსახურება;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ, აგრეთვე გამოცდებისათვის მომზადების საორგანიზაციო ხარჯებს;
გ) განათლების სფეროს ზოგადი რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2. აღნიშნული არ მოიცავს: სკოლებში არსებული ჯანდაცვის სისტემების კონტროლისა და რეგულირე-ბის მომსახურებას (7074).
7097 კვლევები და განვითარება განათლების სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ფუნდამენტალური, გამოყენებითი და სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განსახორციელებელ ხარჯებს განათლების სფეროში;
ბ) გრანტებს, სესხებსა და სუბსიდიებს განათლების სფეროში გამოყენებითი და ექსპერიმენტული გამოკვლევების განხორციელების მხარდასაჭერად, რომლებ-საც ახორციელებენ ორგანიზაციები, როგორებიცაა კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები.
7098 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) განათლების სფეროში საერთო პოლიტიკის, გეგმის, პროგრამებისა და ბიუჯეტების შემუშავების, მათი კოორდინაციის ხარჯებს;
ბ) განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხარჯებს;
გ) განათლების სფეროსთან დაკავშირებული საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს.
710 სოციალური დაცვა
7101 ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
71011 ავადმყოფთა სოციალური დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებისათვის სოციალური დაცვის მიზნით ფულადი ან ნატურალური ფორმით გაცემულ დახმარებებს;
ბ) სოციალური დაცვის აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი პროგრამების ადმინისტრაციულ ხარჯებს, მართვის ხარჯების ჩათვლით;
გ) ავადმყოფობით ან ტრავმის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებისათვის ფულად დახმარებებს და ნატურალური ფორმით გასაწევი დახმარებების ხარჯებს, როგორიცაა: ფიქსირებული თუ ხელფასის პროპორციული სხვადასხვა გადახდები, დახმარების აღმოჩენა ყოველდღიურ საქმიანობაში, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა და ა.შ.
დ) ავადმყოფთა სოციალური დაცვის მიზნით პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ხარ-ჯებს.
71012 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (იმის მიუხედავად, არის თუ არა ასეთი შრომისუუნარობა ნაწილობრივი თუ მთლიანი), რომელთაც ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლის გამო არ შეუძლიათ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეული წესით, სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ხარჯებს. მათ შორის, დროებით შრომისუუნაროთა დახმარების პროგრამების ადმინისტრაციულ და მმართველობით ხარჯებს;
ბ) ფულადი ან ნატურალური ფორმით გაწეულ დახმარებებს იმ პირებისათვის, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგეს შრომის უნარი;
გ) ფულად შემწეობებს, როგორებიცაა: ინვალიდობის პენსია პირებისათვის, რომლებიც არ არინ მიღწეულნი საპენსიო ასაკს და გააჩნიათ ფიზიკური ან გონებრივი ნაკლოვანებები; შემწეობები პირის პენსიაზე ვადამდე გასვლასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია შრომისუნარიანობის დაქვეითებით; შემწეობები სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, ინვალიდობის პენსიები პირთათვის, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებენ შრომით საქმიანობას; შემწეობები პირთათვის, რომლებიც უვლიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სხვა პერიოდული და ერთდროული შემწეობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის მიზნით;
დ) ნატურალური ფორმით გაწეულ დახმარებებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში, სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება და ა.შ.; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ-ტექნიკური და სხვა სახის სწავლების უზრუნველყოფა, მათი პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით; დახმარების აღმოჩენა ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფაში, საშინაო საქმეების მოგვარებაში; სხვადასხვა სახის მომსახურებისა და საქონლის მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
შემწეობებს, როგორც ფულადი ისე ნატურალური ფორმით, საპენსიო ასაკს მიღწეული შრომისუუნარო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (7102)
7102 ხანდაზმულთა სოციალური დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) ხანდაზმულთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ხარჯებს, როგორიცაა: ხარჯები ფულადი და ნატურალური ფორმით გასაწევი დახმარებებისათვის, სოციალური დაცვის აღნიშნული პროგრამბის ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) ფულად შემწეობებს, როგორიცაა: ხანდაზმულობის პენსია საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისათვის; ხანდაზმულობის ვადამდელი პენსია პენსიაზე საპენსიო ასაკის დადგომამდე გასული პირებისათვის; ნაწილობრივი პენსიები, რომლებიც გაიცემა როგორც საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ისე საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ პირებზე, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ არასრულ სამუშაო განაკვეთზე; შემწეობები ხანდაზმულების მოვლაზე, სხვა პერიოდული და ერთდროული შემწეობები;
გ) ნატურალური ფორმით გასაწევი დახმარებების ხარჯებს, როგორიცაა: საცხოვრებლით უზრუნველყოფა და კვება ხანდაზმულებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში ან ოჯახთან ერთად; დახმარების აღმოჩენა ყოველდღიურ საქმიანობაში (ტრანსპორტით მომსახურება, საშიანაო საქმეების მოგვარება); შემწეობები ხანდაზმულთა მომვლელებისათვის; სხვადასხვა სახის მომსახურებისა და საქონლის მიწოდება ხანდაზმულ-თათვის, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით;
დ) ომის მონაწილეთა და სახელმწიფო მოხელეთა საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
პენსიაზე ვადამდე გასვლასთან დაკავშირებულ შემწეობებს პირებისათვის, რომლებიც პენსიაზე სა-პენსიო ასაკის დადგომამდე გავიდნენ შრომისუუნარობის გამო (71012) ან უმუშევრობის გამო (7105).
7103 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ხარჯებს, როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით გაწეული დახმარების სახით, პირებისათვის, რომლებიც იმყოფებოდნენ სხვის კმაყოფაზე და დაკარგეს მარჩე-ნალი (მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები, მშობლები ან სხვა ნათესავები), სო-ციალური დაცვის აღნიშნული პროგრამების ადმინისტრირების ხარჯების ჩათვლით;
ბ) ფულად შემწეობებს, როგორიცაა: პენსიები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში; მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დახმარებები; სხვა მსგავსი პერიოდული თუ ერთდროული შემწეობები მარჩენალდაკარგული პირებისათვის;
გ) დახმარებებს ნატურალური ფორმით, როგორიცაა: გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებული დახმარება, სხვადასხვა სახის მომსახურებისა და საქონლის მიწოდება მარჩენალდაკარგული პირებისათვის, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით.
7104 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) დაბალშემოსავლიანი ოჯახების სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და პირების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით სოციალური დახმარებების უზრუნველყოფა ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ცხოვრობენ სხვის კმაყოფაზე მყოფი ან სხვისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვები. აღნიშნულ სფეროში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
გ) ფულად შემწეობებს, როგორიცაა: ფულადი დახმარებები ბავშვის გაჩენაზე; ანაზღაურებადი შვებულებები, სხვა პერიოდული თუ ერთჯერადი დახმარებები ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად და მათი სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, ისეთი ოჯახების დახმარება, სადაც ერთი მშობელია ან სადაც ცხოვრობენ ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვები);
დ) დახმარებები ნატურალური ფორმით, როგორიცაა: სკოლამდელი ასაკის ბავშვების მთელი დღის, ან დღის გარკვეული ნაწილის განმავლობაში უზრუნველყოფა თავშესაფრებითა და კვებით; ბავშვების მომვლელით უზრუნველყოფის ხარჯები; ინტერნატების და იმ ოჯახების ფინანსური დახმარებები, რომელთაც იშვილეს ბავშვები. სოციალური დაცვის მიზნით გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე ბავშვებისთვის ან მათზე პასუხისმგებელი პირებისათვის (საბავშვო ბანაკები და გასართობი ცენტრები).
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
ოჯახების დაგეგმვის მომსახურებას (7074)
7105 უმუშევართა სოციალური დაცვა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) უმუშევართათვის როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით გაწეულ დახმარებებს, აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი პროგრამების ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) ფულად შემწეობებს, როგორიცაა: სრული ან ნაწილობრივი დახმარება უმუშევართათვის; შემწეო-ბები დაკავშირებული პენსიაზე ვადამდელ გასვლასთან, არასაპენსიო ასაკის პირებისათვის, რომლებიც მოყვნენ შტატების შემცირებაში ან უბრალოდ დაკარგეს სამსახური საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების საფუძველზე; მიზნობრივი შემწეობები მომუ-შავეთა ამა თუ იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული გადამზადების პროგრამებში; კომპენსაციები შტატების შემცირების შედეგად სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში; სხვა პერიოდული ან ერთჯერადი დახმარებები უმუშევართათვის, რომლებსაც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ გააჩნიათ სამსახური;
გ) დახმარებებს ნატურალური ფორმით, როგორიცაა: პროფესიული სწავლების უზრუნველყოფა უმუშევართათვის ან იმ პირების გადამზადება, ვისაც ემუქრება სამსახურის დაკარგვა; უმუშევრებისა და მათი ოჯახების თავშესაფრებით, კვების პროდუქტებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფის ხარჯებს.
2. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს:
საერთო პროგრამებისა და გეგმების ხარჯებს, რომლებიც მიმართულია სამუშაო ძალის მობილურობის ამაღლებისკენ, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით იმ ჯგუფებისთვის, სადაც მაღალია უმუშევრობა (70412); ფულადი ან ნატურალური ფორმით უმუშევართათვის გაწეული დახმარებები, რომელთაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს (7102).
7106 საცხოვრებლით უზრუნველყოფა
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სოციალური დაცვის ფულადი ან ნატურალური ფორმით უზრუნველყოფის, ისეთ ხარჯებს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი საოჯახო მეურნეობების საბინაო ხარჯების ანაზღაურება (აღნიშნული შეღავათის მისაღებად ოჯახებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შემოწმებაში, რომელიც განსაზღვრავს ასეთი შეღავათის გაცემის აუცილებლობას);
ბ) დახმარებები ნატურალური ფორმით, როგორიცაა: დროებითი ან გრძელვადიანი გადახდებით უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, ბინათმფლობელთა მიმდინარე ხარჯებთან, ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით (ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა); იაფი ან საზოგადოებრივი სახის საცხოვრებლით, თავშესაფრით უზრუნველყოფა.
7107 სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიცირებას
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სოციალური დაცვის მიზნით ფულადი ან ნატურალური ფორმით გაწეულ დახმარებას პირებისათვის, რომლებიც განიცდიან სოციალურ გაუცხოებას ან ემუქრებათ ასეთი საფრთხე (ღარიბები, დაბალშემოსავლიანი პირები, იმიგრანტები, ლტოლვილები, ნარკომანები და ალკოჰოლის მომხმარებლები, ძალადობის მსხვერპლნი და ა.შ.), ამ სფეროში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით;
ბ) აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ფულად შემწეობებს, როგორიცაა: შემწეობები ღარიბთათვის და სხვა ფულადი დახმარებები ამ კატეგორიის სოციალურად დაუცველი პირებისათვის, მათი მძიმე მატერიალური ყოფის შემსუბუქების მიზნით;
გ) ნატურალური ფორმით გაწეულ დახმარებებს, როგორიცაა: ღარიბებისა და სოციალური გაუცხოების საფრთხის ქვეშ მყოფი პირების დროებითი და ხანგრძლივი პერიოდის თავშესაფრებითა და საკვებით უზრუნველყოფა; ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა სამედიცინო რეაბილიტაციის ხარჯებს; აგრეთვე ამ კატეგორიის პირებისათვის ისეთი საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფის ხარჯებს, როგორიცაა: იურიდული კონსულტაციები, თავშესაფრები დღის საათებში, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, საწვავი და სხვა.
7108 კვლევები და განვითარება სოციალური დაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სოციალური დაცვის სფეროში გამოყენებითი და ექსპერიმენტული სამეცნიერო გამოკვლევების განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯებს;
ბ) გრანტებს, სუბსიდიებსა და სესხებს სოციალური დაცვის სფეროში გამოყენებითი და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშესაწყობად, რომლებსაც ახორციელებენ ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები.
7109 სხვა არკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში
1. აღნიშნული მუხლი მოიცავს:
ა) სხვა დანარჩენ ხარჯებს, რომლებიც არ კლასიფიცირდება სოციალური დაცვის სფეროს სხვა მუხლებში. ასეთია: სოციალური დაცვის საერთო პოლიტიკის, პროგრამებისა და გეგმების შემუშავების, ადმინისტრირებისა და კოორდინირების ხარჯები, აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი სტანდარტების მომზადების და დანერგვის ხარჯები;
ბ) სოციალური დაცვის სფეროში საერთო ხასიათის ინფორმაციის და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ხარჯებს;
გ) ფულადი ან ნატურალური ფორმით გაწეულ დახმარებებს მიწისძვრით, ხანძრით, წყალდიდობითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთათვის; პროდუქტების, მოწყობილობებისა და სხვა რესურსების შეძენისა და მარაგების შექმნის ხარჯებს, მათი საგანგებო სიტუაციებში გამოყენების მიზნით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები