ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესები და თაობათა შორის სოლიდარობის გამძლეობის ღონისძიებათა შესახებ

ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესები და თაობათა შორის სოლიდარობის გამძლეობის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 919
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 20/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000080.02(0).000.000605
919
20/12/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
000000080.02(0).000.000605
ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესები და თაობათა შორის სოლიდარობის გამძლეობის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება 919

1993 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესები და თაობათა შორის სოლიდარობის გამძლეობის ღონისძიებათა შესახებ

ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ამ საქმეში ახალგაზრდობის მონაწილეობის უზრუნველყოფისა და თაობათა შორის სოლიდარობის გაძლიერების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს პარლმენტის 1993 წლის 15 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკაში ყოველწლიურად 1 ოქტომბერი აღინიშნოს ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და თაობათა შორის სოლიდარობის გაძლიერების დღედ. ეს დღე იქცეს მათი ღვაწლის დაფასების, შეხვედრების, ახალგაზრდობასთან კონტაქტების გაღრმავებისა და მათთვის გამოცდილების გაზიარების, ტრადიციების გადაცემის დღედ.

2. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა განახორციელოს ღონისძიებანი თაობათა დაახლოებისა და ახალგაზრდობაში უფროსებისადმი პატივისცემის და მათზე ზრუნვის ჩვევების გამომუშავების მიზნით დაამყაროს საქმიანი კონტაქტები მოსახლეობის სოციალური დაცვის სამსახურებთან ხანდაზმულთა სოციალური დაცვის საქმეში ახალგაზრდობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

3. დაევალოთ ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს:

- აღნიშნონ ყოველწლიურად 1 ოქტომბერი საქმიან ვითარებაში და გადააქციონ იგი თაობათა შეკავშირების, საქართველოს მთლიანობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს დღედ;

- უზრუნველყონ ამ დღისათვის წარმოება-დაწესებულებების, არასახელმწიფოებრივი და სხვა სტრუქტურების შესაძლებლობათა თავმოყრა და წარმართონ ისინი ხანდაზმულთა განსაკუთრებით კი მარტოხელა მოხუცთა და ინვალიდთა სოციალური პრობლემების მოსაწესრიგებლად;

- მოაწყონ ხანდაზმულთა შეხვედრები შრომით კოლექტივებთან, ხელოვნების მუშაკებთან, მწერლებთან, მეცნიერების მოღვაწეებთან. უფრო აქტიურად გამოიყენონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ფართო საზოგადოებრიობის ყურადღების მისაპყრობად უფროსი თაობის პრობლემისადმი.

4. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ხანდაზმულთა და ინვალიდთა პატიოსნებისა და სახლ-ინტერნატების მუშაობის გაუმჯობესება, გააძლიეროს კონტროლი იმ მცხოვრებთა კვების მდგომარეობის სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო მომსახურებისადმი.

5. საქართველო რესპუბლიკის ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის, ვაჭრობისა და მომარაგები სამინისტროებმა, ქალაქ თბილისის მერიამ ორი თვის განმავლობაში ერთობლივად შეიმუშაონ და წარმოუდგინონ დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, რესპუბლიკის ბიუჯეტის რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ შეღავათების ნუსხა, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს ხანდაზმულთათვის.

6. ხანდაზმულთა სოციალური დაცვისა და თაობათა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებანი ფართოდ გაშუქდეს პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   ო. ფაცაცია