დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 838 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 30/11/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000440.02(0).000.000593 |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №838
1993 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქ. ნიუ-იორკი).
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებები ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები