დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018739 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3663-XIIIმს-Xმპ; 15/11/2023) შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“(დანართი №1) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საშტატო განრიგის (რომელიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი (თუ სკოლის ბალანსზე ირიცხება ერთ შენობაზე მეტი); მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი. ამ ბრძანების დანართი № 4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლების, სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის საშტატო განრიგი შეიძლება შედგებოდეს სხვა საშტატო ერთეულებისგან) და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; დ1) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციების შესაბამისად თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც, ასევე, მოიცავს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, რომელთა თანამდებობების დასახელება და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები