ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი №1
დოკუმენტის მიმღები სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 24/09/2025
დოკუმენტის ტიპი სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 440000000.89.104.016001
№1
24/09/2025
ვებგვერდი, 24/09/2025
440000000.89.104.016001
ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №1

2025 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების“  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

დამტკიცდეს თანდართული „ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქცია“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეავთანდილ კასრაძე