საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.037.016213
16
23/09/2025
ვებგვერდი, 24/09/2025
010020000.22.037.016213
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
 

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის

ბრძანება №16

2025 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებისა და „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ემბლემა, შენობის აბრა, ბანერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა საშუალება – დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი – დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი – დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი –  დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 18 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი