დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 414 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.025307 |
|
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 31 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 2 აპრილის №428-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
შეიქმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − უწყებათაშორისი კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი – უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ვ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ზ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის წევრი; თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ლ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ნ) საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ო) საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; პ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ჟ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; რ) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი – უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ს) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – უწყებათაშორისი კომისიის წევრი. |
| მუხლი 2 |
უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს სახალხო დამცველს ან მის მოადგილეს; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს; გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს; დ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ან მის მოადგილეს; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; ზ) ა(ა)იპ – კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ან მის მოადგილეს; თ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ან წევრს. |
| მუხლი 3 |
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება, მიიღონ: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა; შესაბამისი მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ; შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელმა საჯარო მოსამსახურემ. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს თანდართული „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება“. |
| მუხლი 5 |
1. ამ დადგენილების პირველ და მე-2 მუხლებში მითითებულ უწყებებს ეთხოვოთ, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ამავე დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში, წარუდგინონ უწყებათაშორისი კომისიის წევრის კონკრეტული კანდიდატურები და ასევე ექსპერტულ დონეზე მონაწილე პირები.
2. ამ დადგენილების პირველ და მე-2 მუხლებში მითითებული უწყებების მიერ განსაზღვრული უწყებათაშორისი კომისიის წევრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს. |
| მუხლი 6 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილება. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. უწყებათაშორისი კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. უწყებათაშორისი კომისია იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 4. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2. უწყებათაშორისი კომისიის მიზანი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. მუხლი 3. უწყებათაშორისი კომისიის ამოცანები უწყებათაშორისი კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისათვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის გზით; დ) საქართველოს მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა; ე) მაკოორდინირებელი ფუნქციის შესრულება, იმ პოლიტიკისა და ზომების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომელიც მიმართულია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ. მუხლი 4. უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება დასახული ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია: ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავების, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით; გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებსაც წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას; დ) შეითავსოს ოფიციალური მაკოორდინირებელი ორგანოს როლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციით მოცემული ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისა და დამარცხებისკენ; ე) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია უწყებათაშორისი კომისიის მიზნისა და ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 5. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და სხდომებს წარმართავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. 2. უწყებათაშორის კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შემადგენლობიდან ნიშნავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. 3. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. 4. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებს. 5. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უწყებათაშორისი კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი. 6. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. ამ შემთხვევაში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უწყებათაშორისი კომისიის წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უწყებათაშორისი კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 8. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 9. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ მოიწვიოს და წარმართოს სამუშაო ჯგუფების სხდომა. 10. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაციაში. მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისიის ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და სხდომის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ. მუხლი 7. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი უწყებათაშორისი კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები