„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.025302
409
22/09/2025
ვებგვერდი, 23/09/2025
130000000.10.003.025302
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №409

2025 წლის 22 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

 „ა2) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

2. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაცია; სამსახურის სისტემის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამსახურის დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე დაწესებულებებიდან თუ ორგანიზაციებიდან შესული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება; სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია; სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება; ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან; სამსახურის სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; საარქივო საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი საარქივო დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფა;“.

3. მე-7 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა. შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა; ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამსახურის მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამსახურის ობიექტებზე; საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

მუხლი 2
სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური (მათ შორის, საკანცელარიო) საკითხების მოწესრიგებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე