დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 06/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.18.011.009.777 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.18.011.009.177
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №234
2006 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზიებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 59-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 2006 წ., №8, მუხ. 70) ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სადგომი სულ ცოტა 6 (ექვსი) კვადრატული მეტრი ფართობის ოდენობით, იგი იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებისაგან და უნდა ჰქონდეს მათგან დამოუკიდებელი არანაკლებ III კლასის სიმტკიცის თვითდაკეტვადი ორკასეტიანი შესასვლელი კარი; ვალუტის ყიდვა-გაყიდვით დასაქმებული პირის სამუშაო ადგილი კლიენტებისაგან გამოყოფილი უნდა იყოს ტყვიაგაუმტარი სარკმლით, რომელსაც დატანებული უნდა ჰქონდეს ფულის გადასაცემი ხონჩა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განმახორციელებელი მუშაკის სამუშაო ადგილზე დაყენებული უნდა იყოს განგაში სიგნალიზაციის ღილაკი (პედალი) ხმოვანი განგაშის ადგილობრივი მექანიზმებით;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დ. ამაღლობელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები