დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.149.016564 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2024; 010250050.35.149.016547) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომელიც დააკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მინიმუმ ერთ კრიტერიუმს მაინც: ა) კომისიის მიერ უპირატესობა მიენიჭება პროგრამის მომსახურების მიმღებ იმ პირს, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მხრიდან დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე დაუდგინდა უფრო მაღალი ქულა; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი; დ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი ); ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები