დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-581 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016941 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2018, 360160000.22.023.016545) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: 1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №32გ, 0159.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. ცენტრის საქმიანობის სფეროა, ხელი შეუწყოს ინკლუზიური და თანაბარი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების განვითარებას, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად. 2. თავის საქმიანობაში ცენტრი ეყრდნობა „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციის პრინციპებს. 3. ცენტრის ფუნქციები და ამოცანებია: ა) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, აკადემიურ, საგანმანათლებლო, არასამთავრობო, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით; ბ) გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ელექტრონული, ბეჭდური, სატელევიზიო, სოციალური მედიისა და სხვა) გზით; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში პრინციპის „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ ხელშეწყობა, სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, სემინარების ორგანიზება, უწყვეტი პროფესიული განვითარების, მათ შორის, საზღვარგარეთ სწავლების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა ან/და განხორციელება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამ(ებ)ის შემუშავება, განხორციელება და შესაბამისი პროცესის მართვა; ე) გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიცირების უზრუნველყოფა; ვ) საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო ტრენინგების განხორციელების გზით. სწავლების განხორციელება ან/და ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენციებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში საინფორმაციო კამპანიების, ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებების, ინფორმაციის გავრცელების, კვლევითი საქმიანობების, ინოვაციური/ახალი ტექნოლოგიების წესების გავრცელების ხელშეწყობა; თ) დროული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საჭიროებების შესაბამისი კვლევის შედეგებით უზრუნველყოფა; ი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული უწყებებისა და დაწესებულებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული აქტუალური ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის ხელშეწყობა; ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი და აგრარული პროექტების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; მ) კომპეტენციის ფარგლებში „მწვანე ეკონომიკისა“ და „მწვანე ბიზნესის“ პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ნ) ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; ო) გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა; პ) საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებისა და საგრანტო რესურსების ოპტიმალური ათვისების მიზნით, ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მიზნობრივი საერთაშორისო პროექტებისა და საგრანტო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მოძიებას, დაგეგმვას და საპროექტო წინადადების მომზადებას. უზრუნველყოფს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულების პროცესის კოორდინაციას, მონიტორინგს, შეფასებასა და საბოლოო ანგარიშის მომზადებას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საგრანტო პროგრამების განხორციელება; რ) დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ამ მიზნით წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელება; ს) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ტ) ცენტრში არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება მათი დიგიტალიზაციის გზით; უ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი და აგრარული წიგნიერებისთვის ეროვნული სტანდარტების შემუშავების და დაწესების ხელშეწყობა; ფ) გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა, ელექტრონული სასწავლო პორტალის შექმნა, ადმინისტრირება და პოპულარიზაცია; ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ცენტრის სტუქტურა ა) განათლების სამსახური; ბ) საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახური; გ) პროექტების მართვისა და კვლევის სამსახური; დ) ადმინისტრაციული სამსახური.“. 4. მე - 9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 9. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა 1. განათლების სამსახური: ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული წიგნიერებისთვის ეროვნული სტანდარტების შემუშავებასა და დაწესებას, მათ შორის, განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, ამზადებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას/სახელმძღვანელოებს; გ) ორგანიზებას უწევს გარემოსდაცვითი და აგრარული სფეროების სემინარების, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და ჩატარებას; დ) ხელს უწყობს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სემინარების, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამ(ებ)ის შემუშავებას, მართვასა და განხორციელებას, ხელს უწყობს საკონსულტაციო-კვლევითი მომსახურებების განხორციელებასა და ცენტრის სახელით მონაწილეობს ამ ღონისძიებებში/საქმიანობებში; ე) ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვითი და აგრარული კომპონენტების ჩართვას; ვ) ხელს უწყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვას; ზ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან; თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში; ი) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს „მწვანე ეკონომიკისა“ და „მწვანე ბიზნესის“ ხელშემწყობ პროექტებს; კ) კოორდინაციას უწევს მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი და აგრარული კომპონენტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ლ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებას; მ) უზრუნველყოფს საზოგადოების აგრარული და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ხელშეწყობას; ნ) დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, ახორციელებს შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას; ო) სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა; პ) გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და ადმინისტრირება. 2. საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახური: ა) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ქმნის და ადმინისტრირებას უწევს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზას; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი და აგრარული პროექტების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას; გ) ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის გავრცელებას, ხელმისაწვდომობას, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას სხვადასხვა საშუალებით; დ) ქმნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზებს; ე) ამზადებს და ადმინისტრირებას უწევს ინფორმაციას იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ქმნიან და ფლობენ სოფლის მეურნეობასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თემატური კატეგორიების მიხედვით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში; ზ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და აგრარული ლიტერატურის შეგროვებას, ბიბლიოთეკის, ფოტო/ვიდეო/აუდიოფონდის შექმნასა და ციფრული სწავლების პლატფორმის პოპულარიზაციას; თ) ხელს უწყობს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მომზადებას, ინფორმაციის გავრცელებას და მონაწილეობს მათ განხორციელებაში; ი) კოორდინაციას უწევს ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას ცნობიერების ამაღლების მიზნით; კ) უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის განვითარებას და კონკრეტული კომპონენტების განხორციელების ხელშეწყობას; ლ) კოორდინაციას უწევს ანალიტიკური პროდუქტების მომზადებას; მ) უზრუნველყოფს ცენტრის საზოგადოებრივ იმიჯზე ზრუნვას, საზოგადოებასთან საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, რაც მოიცავს მედიაურთიერთობების მართვას, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ორგანიზებას, სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის მართვას, პარტნიორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების განვითარებას, საზოგადოებისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდებას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. 3. პროექტების მართვისა და კვლევის სამსახური: ა) აწარმოებს ცენტრის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტების მონაცემთა ბაზას, უზრუნველყოფს საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტების იდენტიფიცირებას და სისტემატიზაციას ცენტრის საქმიანობის მიზნებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით; ბ) ახორციელებს ხელმისაწვდომ საგრანტო პროგრამებზე ინფორმაციის რეგულარულ შეგროვებას, ანალიზს და მათი გამოყენებადობის შეფასებას; გ) ახორციელებს საერთაშორისო პროექტებისა და საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი დოკუმენტაციის – მათ შორის, კონცეფციის, საპროექტო წინადადების, სამოქმედო გეგმის, ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო განაცხადის – მომზადებას და შეთანხმებას ცენტრისა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან; დ) ახორციელებს ცენტრში მიმდინარე და ახალი საერთაშორისო პროექტებისა და გრანტების ადმინისტრირებას, რომელიც მოიცავს მათი დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესებს საგრანტო ხელშეკრულებებით დადგენილი პირობების დაცვით; ე) ახორციელებს პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და შეფასებას, ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს და უზრუნველყოფს მათ დროულად წარდგენას დონორებისთვის, ცენტრის ხელმძღვანელობისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და დოკუმენტაციის წარმოების დადგენილი წესების შესაბამისად; ვ) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროექტების ფარგლებში დაგეგმილ კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობების განხორციელებას, მათ შორის ბენეფიციარებთან, კონტრაქტორებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და დონორებთან ეფექტური კომუნიკაციის გზით; ზ) უზრუნველყოფს კოორდინაციასა და კომუნიკაციას დონორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებთან, კონსულტანტებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო პროექტების ეფექტიანად განხორციელების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით; თ) უზრუნველყოფს ცენტრის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობის კოორდინაციას პროექტების მიზნობრივი, ეფექტური და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით; ი) უზრუნველყოფს განხორციელებული საერთაშორისო პროექტების მონაცემთა ელექტრონულ რესურსებზე ასახვასა და მუდმივ განახლებას, მათ შინაარსობრივ ანალიზს და დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას ცენტრის სტრატეგიული დაგეგმვისა და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; კ) ამზადებს ანგარიშებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს საერთაშორისო პროექტების სისტემური მართვის, საგრანტო პროცესების გამჭირვალობისა და ცენტრის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით; ლ) ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული პოლიტიკის ანალიზს, არსებული ტენდენციების შესწავლასა და განვითარების პროგნოზირებას; მ) ხელს უწყობს სცენარებზე დაფუძნებულ დაგეგმვასა და გრძელვადიანი სტრატეგიული ანალიზის მომზადებას; ნ) მხარს უჭერს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მომზადებას, კვლევების დაგეგმვასა და შედეგების ინტეგრირებას საჯარო პოლიტიკაში; ო) ჩართულია სექტორული რეფორმების და პოლიტიკის ცვლილებების ზეგავლენის შეფასებაში; პ) მონაწილეობას იღებს პოლიტიკის რეზიუმეების, პოზიციის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადებაში სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებთან ერთად; ჟ) მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის სტრუქტურულ განვითარებას და ინტეგრაციას კვლევით, საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინსტიტუციებს შორის; რ) ხელს უწყობს ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტებისა და ექსტენციის ცენტრების პარტნიორობას; ს) ახორციელებს ფერმერებისა და აგრობიზნესის ინფორმირებას თანამედროვე კვლევებით და ინოვაციური მეთოდებით; ტ) ხელს უწყობს გამოყენებითი კვლევების ინტეგრირებას სოფლის მეურნეობის, ბიომრავალფეროვნების, ტყის მართვისა და კლიმატის მიმართულებით; უ) აგრარული ინოვაციების გავრცელების ხელშეწყობა ციფრული პლატფორმებისა და ცოდნის ჰაბების მეშვეობით. სასწავლო რესურსების და სერტიფიცირების პროგრამების შინაარსობრივი მხარდაჭერა კვლევით მიგნებებზე დაყრდნობით. 4. ადმინისტრაციული სამსახური: ა) უზრუნველყოფს ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს; ბ) ახორციელებს ცენტრის კადრების აღრიცხვას; გ) ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა- გათავისუფლების, მივლინებების, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისებების შესახებ ბრძანებების პროექტებს; დ) ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას; ე) შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას; ვ) შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს და ხარჯთაღრიცხვის პროექტებს; ზ) მართავს ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და საბუღალტრო აღრიცხვა- ანგარიშგებას; თ) უზრუნველყოფს ცენტრისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; კ) უზრუნველყოფს ცენტრს სამართლებრივი მომსახურებით და ახორციელებს სასამართლო ორგანოებში ცენტრის წარმომადგენლობას. 5. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 6. სამსახურის უფროსი: ა) ასრულებს ცენტრის დირექტორის დავალებებსა და მითითებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს; დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს ინფორმაციას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობის შესახებ წინადადებებს; ვ) სასმახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის დირექტორს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები