„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“

„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2-578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016940
2-578
22/09/2025
ვებგვერდი, 24/09/2025
360160000.22.023.016940
„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-578

2025 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის 381 მუხლის მე-6 პუნქტის და „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს 2026 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის:

1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 20,00 მეტრული ტონა;

2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები –  740 000  ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი