დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018732 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №56/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 22 ოქტომბრიდან. |
დანართი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მეცნიერების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურულ ერთეული. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა; ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა; დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა; ვ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა; თ) მეცნიერებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში მონაწილეობის მხარდაჭერა (ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩათვლით); ი) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა; კ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით; ლ) საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში; მ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დიასპორის ჩართულობა; ნ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა; ო) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა; ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა; პ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება; ჟ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება; რ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაცია და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ტ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო; ბ) მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ფუნქციების ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას; გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს და ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე დეპარტამენტში შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ი) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს, აგრეთვე მისი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს; კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებას, რისთვისაც ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ლ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, სამუშაო პროცესების ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; ნ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან ითხოვს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებას; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში – მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 9 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) დეპარტამენტის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას; ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 10 1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და მათი განხორციელების მხარდაჭერა; ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა; დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა; ვ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა; თ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა; ი) ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდამჭერი პროგრამების წახალისების მხარდაჭერა; კ) საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში; ლ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობა; მ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროცესში ჩართულობა; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ო) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) აკონტროლებს სამმართველოში მინისტრის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს/დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 5. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. 6. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 11 1. მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა; ბ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; გ) დიასპორის ჩართულობის მხარდაჭერა, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; დ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა; ე) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა. ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა; ვ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება; ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება; თ) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა; ი) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით; კ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა; ლ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით; მ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს ხელშეწყობა ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელებაში; ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ო) ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) აკონტროლებს სამმართველოში მინისტრისა და მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს/დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 5. მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. 6. მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები