ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას N15 ქუჩისთვის ლაზარე ლილუაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას N15 ქუჩისთვის ლაზარე ლილუაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 6525261001
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016024
გ-65. 6525261001
18/09/2025
ვებგვერდი, 19/09/2025
000000000.00.121.016024
ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას N15 ქუჩისთვის ლაზარე ლილუაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-65. 6525261001

2025 წლის 18 სექტემბერი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ

შუაგორას15 ქუჩთვის ლაზარე ლილუაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის სხდომის ოქმი №48-იდან ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას №15  ქუჩას (2 შესახვევისა და 2 ჩიხის ჩათვლით)  მიენიჭოს ლაზარე ლილუაშვილის სახელი (რუკა თან ერთვის). 

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.

3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ალექსანდრე ლილუაშვილი