დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/2006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 05/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.15.008.009.191 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.191
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №25/2006
2006 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის, ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები:
1. შეყვანილ იქნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის მიხედვით.
2. არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის საფუძველზე.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები