“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე”

“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 22/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 04/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.179
22/2006
02/09/2006
სსმ, 119, 04/09/2006
010.220.020.15.008.009.179
“ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.179

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2006

2006 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზ­ღვრულ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს, საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალსა და განცხადებებს (საჩივრებს) სხვა საარჩევნო დოკუმენტაციისაგან განცალ­კევებით გადასცემს საოლქო საარჩევნო კომი­სიას.  

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლში (მისამართი: ქ. თბი­ლისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან   3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                 გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                           გ. მჭედლიძე