დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016446 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-11 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N-24 (www.matsne.gov.ge; 010250050.35.115.016266; 04.05.2018 წ.) დადგენილებაში შემდეგი სახით:
1. რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ზეპირი შეკითხვის დასმის უფლება საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს, კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს სხდომაზე.“ 2. რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. საკრებულოს წევრის ზეპირი შეკითხვები და მასზე პასუხები აისახება შესაბამისად, საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომის ოქმში.“ 3. რეგლამენტის XVI1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XVI1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“. 4. რეგლამენტის 1352 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1352. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ფუნქცია 1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელს უწყობს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას. 2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს წევრები შედიან ფრაქციათა და უფრაქციო წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპით. 3. საბჭო ვალდებულია ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ასევე ეგზავნება საქართველოს მთავრობის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის , ქალთა მიმართ ძალადობის უწყებათაშორის საკითხებზე მომუშავე კომისიას. 4. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მერიის საქმიანობის კონტროლის მიზნით იყენებს ამ რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები