საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 26/04/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 30/04/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000497
320
26/04/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 30/04/1993
000000010.02(0).000.000497
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №320

1993 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობაში ნარკომანიის გავრცელების აღმოფხვრის, აღნიშნული პრობლემის სამეცნიერო უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფის, მეცნიერული მეთოდების შემუშავებისა და პრაქტიკაში ფართოდ დანერგვის, აგრეთვე, როგორც დარგის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული ნარკოლოგიური მედიკო-ბიოლოგიური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

2. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:

- გამოუყოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სათანადო ფართობი;

- უზრუნველყოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსება მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                       თ. სიგუა