დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 26/04/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 30/04/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.02(0).000.000496 |
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №319
1993 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ
„სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკისა და უცხო სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებათა დროულად დადების ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 10 თებერვლის №18 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 1993 წლის 1 აპრილიდან საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის განყოფილება 4 საშტატო ერთეულით.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული განყოფილების მუშაკთა შესანახი ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისას.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები