დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000210.02(0).000.000531 |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №499
1993 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიათურელის მემკვიდრის სოფიკო ჭიაურელის თხოვნა, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თბილისში ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩის № 16 სახლის მე-3 სართული მდებარე მემორიალური სახლ-მუზეუმისათვის სახელმწიფო მუზეუმის სტატუსის მოხსნის შესახებ.
2. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ მოახდინოს სათანადო ცვლილებები მის ბიუჯეტსა და დებულებაში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები