დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.025295 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 66 პუნქტი: „66. ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილ განცხადებას ლიცენზიის გამცემი განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, აცნობებს განმცხადებელს ამის შესახებ. ასევე განუსაზღვრავს ვადას მისი აღმოფხვრისთვის არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ოდენობით. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი“. 2. 71-72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების საფასურის გადახდის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. გეოსაინფორმაციო პაკეტი უნდა მომზადდეს განაცხადის წარდგენიდან ან ხარვეზის აღმოფხვრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია, გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით, მიმართოს სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკასა და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით). 72. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. გეოსაინფორმაციო პაკეტი უნდა მომზადდეს განაცხადის წარდგენიდან ან ხარვეზის აღმოფხვრიდან (ასეთის არსებობის შემთვევაში) და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების საფასურის გადახდის შემდგომ არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია, გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით, მიმართოს სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორებიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).“. 3. 74 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „74. ამ მუხლის 71, 72 და 73 პუნქტებით გათვალისწინებული გეოსაინფორმაციო პაკეტი/ტოპოგრაფიული რუკა (გარდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტისა), მისი მომზადებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნებათ შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის სუბიექტებს ლიცენზიის გაცემის თაობაზე, შესაბამისი მოსაზრების/პოზიციის გამოხატვის მიზნით. ამასთან, ლიცენზიის გამცემი პასუხის წარდგენისთვის განსაზღვრავს ვადას 5 სამუშაო დღის ოდენობით. თუმცა, თუ წარმოებაში ჩართულ სუბიექტს პოზიციის გამოსახატავად ესაჭიროება მეტი დრო, აღნიშნულის შესახებ შუალედური შეტყობინებით, შესაბამისი დასაბუთებით, უნდა აცნობოს ლიცენზიის გამცემს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. დამატებით მოთხოვნილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია, ამ დადგენილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 75 პუნქტი: „75. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებისათვის/აუქციონის გამოცხადებაზე უარის გადაწყვეტილებისათვის, ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები