დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.025296 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მიეცეს უფლება სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-7 მუხლიდან გამონაკლისის სახით: 1. ავტორიზებული ქვეყნების/ექსპორტიორი საწარმოების სიაში 1 წლის ვადით შეიტანოს ქვეყანა/საწარმო, რომელთანაც, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, საქართველოს გააჩნია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული კონკრეტული პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობა 2024 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში. 2. 2030 წლის პირველ სექტემბრამდე, ექსპორტიორი საწარმოების სიაში ახალი საწარმო შეიტანოს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. დაინტერესებული პირის მიერ ექსპორტიორი საწარმოების სიაში ახალი საწარმოს შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, ინსპექტირების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები