დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 404 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380000000.10.003.025297 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2025, 380000000.10.003.025102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურში“:
1. პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური დგინდება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტითა და 31 მუხლით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის დაჩქარებულ ვადებში გაცემისა და ასევე ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი განაცხადის ფარგლებში გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის:“. 2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ – „ი“ ქვეპუნქტები: „დ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 45 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის, მიწისქვეშა თერმული, მიწისქვეშა მტკნარი, მიწისქვეშა მინერალური წყლის შემთხვევაში − 200 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ე) გეოსაინფორმაციო პაკეტის 45 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარამდე ტერიტორიის არსებობისას − 400 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ვ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 45 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არსებობისას − 500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ზ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის, მიწისქვეშა თერმული, მიწისქვეშა მტკნარი, მიწისქვეშა მინერალური წყლის შემთხვევაში − 500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; თ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 25 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარამდე ტერიტორიის არსებობისას − 800 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ი) გეოსაინფორმაციო პაკეტის 25 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არსებობისას − 1 000 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-4 პუნქტები: „3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტის „დ“ − „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის განსაზღვრული თანხის გადახდა ხდება ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ელექტრონული ფორმით შეტყობინების ჩაბარებიდან სამ სამუშაო დღეში და გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების ვადის ათვლა იწყება ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტის „დ“ − „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მოუმზადებლობის შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მხოლოდ გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები