„მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 24 დეკემბრის №1-1/151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 24 დეკემბრის №1-1/151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/111
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/09/2025
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016016
1-1/111
15/09/2025
ვებგვერდი, 16/09/2025
310010000.84.097.016016
„მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 24 დეკემბრის №1-1/151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/111

2025 წლის 15 სექტემბერი

. თბილისი

 

„მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 24 დეკემბრის №1-1/151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 24 დეკემბრის №1-1/151 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის მონაცემები

მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრში აისახება მართვის მოწმობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) მართვის მოწმობის ნომერი;

ბ) მართვის მოწმობის მიმდინარე სტატუსი (მოქმედი, შეჩერებული, გაუქმებული);

გ) მართვის მოწმობის მფლობელის:

გ.ა) სახელი, გვარი;

გ.ბ) პირადი ნომერი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი;

გ.გ) მოქალაქეობა;

გ.დ) დაბადების თარიღი;

გ.ე) დაბადების ადგილი;

გ.ვ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;

გ.ზ) ფოტოსურათი;

გ.თ) განათლება;

გ.ი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;

გ.კ) ხელმოწერა;

გ.ლ) საკონტაქტო ინფორმაცია;

გ.მ) სქესი;

გ.ნ) მშობლიური ენა;

დ)  მართვის მოწმობის პირველად გაცემის/გაცემის თარიღი;

ე) მართვის მოწმობის ვადის გასვლის თარიღი;

ვ) მართვის მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ზ) მართვის მოწმობის მფლობელის მიმართ არსებული სამედიცინო შეზღუდვა;

თ) მართვის მოწმობის განახლების, ცვლილების, შეჩერების, გაუქმების, დაკარგულად, მოპარულად ან/და განადგურებულად გამოცხადების შესახებ ინფორმაცია;

ი)  მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის შედეგები;

კ) დამატებითი ინფორმაცია (მაგალითად, დაწესებულ სამედიცინო მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია).“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის მონაცემები

მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში აისახება სერტიფიკატის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სერტიფიკატის მფლობელის:

ა.ა) სახელი, გვარი;

ა.ბ) პირადი ნომერი;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) დაბადების ადგილი;

ა.ე) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;

ა.ვ) ფოტოსურათი;

ა.ზ) ხელმოწერა;

ა.თ) მართვის მოწმობის ნომერი;

ა.ი) მართვის მოწმობის მიმდინარე სტატუსი (მოქმედი, შეჩერებული, გაუქმებული);

ბ) სერტიფიკატის ნომერი;

გ) სერტიფიკატის პირველად გაცემის/გაცემის თარიღი;

დ) სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი;

ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;

ვ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მისამართი, სადაც დასაქმებულია მემანქანე;

ზ) კატეგორია/ქვეკატეგორია, რომლის მართვის უფლებაც აქვს მემანქანეს;

თ) მოძრავი შემადგენლობა, რომლის მართვის უფლებაც აქვს მემანქანეს;

ი) ინფრასტრუქტურა, რომლის მართვის უფლებაც აქვს მემანქანეს;

კ) ინფორმაცია სერტიფიკატის განახლების, ცვლილების, შეჩერების, გაუქმების, დაკარგულად, მოპარულად ან/და განადგურებულად გამოცხადების შესახებ;

ლ) მოძრავი შემადგენლობის ცოდნა;

მ) ინფრასტრუქტურის ცოდნა;

ნ) დამატებითი ინფორმაცია/შეზღუდვები.“.

4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS) ასასახი დამატებითი ინფორმაცია

1. ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS), მემანქანის დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის შესახებ, რომელიც აწარმოებს დასაქმებულ მემანქანეთა სერტიფიკატების რეესტრს, აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) უფლებამოსილი პირის დამსაქმებლის:

ა.ა) დასახელება;

ა.ბ) საიდენტიფიციკაციო კოდი;

ა.გ) ორგანიზაციის ტიპი (სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი (მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი));

ა.დ) ორგანიზაციის ლოგო;

ა.ე) უსაფრთხოების სერტიფიკატის ნომერი;

ა.ვ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ნომერი;

ა.ზ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადა;

ა.თ) უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადა;

ბ) უფლებამოსილი პირის:

ბ.ა) სახელი, გვარი;

ბ.ბ) პირადი ნომერი;

ბ.გ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;

ბ.დ) საკონტაქტო ინფორმაცია.

2. ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS), მემანქანის სასერტიფიკატო გამოცდის აღიარებული გამომცდელის შესახებ აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პირადი ნომერი;

დ) სქესი;

ე) ფოტოსურათი;

ვ) საკონტაქტო ინფორმაცია;

ზ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;

თ) ხელმოწერა;

ი) დამსაქმებელი;

კ) გამომცდელად აღიარების სტატუსის მოქმედების ვადა;

ლ) კომპეტენციის სფერო(ები), რომელშიც გამომცდელი აღიარებულია გამოცდების ჩასატარებლად (მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის მითითებით);

მ) გამომცდელის მოქმედი მართვის მოწმობისა და მოქმედი სერტიფიკატის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).

3. ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS), მემანქანეთა პროფესიული სწავლების განმახორციელებელი აღიარებული სასწავლო ცენტრების შესახებ აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) იურიდიული პირის სახელწოდება;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) სრული საფოსტო მისამართი;

დ) საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) საკონტაქტო პირის:

ე.ა) სახელი, გვარი;

ე.ბ) პოზიცია/თანამდებობა;

ე.გ) სრული საფოსტო მისამართი;

ე.დ) საკონტაქტო ინფორმაცია;

ვ) განცხადების შედგენის ადგილი და თარიღი;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

თ) სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

4. ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS) აღიარებული სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის შესახებ აისახება „მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 27 აგვისტოს №1-1/105 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოებ

„1. სააგენტო უზრუნველყოფს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის და ამ წესის 41 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოებასა და მუდმივ განახლებას.

2. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი უზრუნველყოფს მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოებასა და მუდმივ განახლებას.

3. სააგენტო ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მონაცემების მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს მართვის მოწმობის გაცემიდან, განახლებიდან, აღდგენიდან, შეცვლიდან ან/და მემანქანეთა მართვის მოწმობების რეესტრში არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების/განახლების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემების მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს სერტიფიკატის გაცემიდან, განახლებიდან, ცვლილებიდან, შეჩერებიდან, გაუქმებიდან, დაკარგულად, მოპარულად ან/და განადგურებულად გამოცხადებიდან ან/და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების/განახლების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. სააგენტო ამ წესის 41 მუხლით განსაზღვრული მონაცემების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS) ასახვას უზრუნველყოფს მემანქანეთა პროფესიული სწავლების განმახორციელებელი სასწავლო ცენტრების, სამედიცინო დაწესებულების, მისი უფლებამოსილი ექიმის ან მემანქანის სასერტიფიკატო გამოცდის გამომცდელის აღიარებიდან, აღიარების შეჩერებიდან, აღიარების გაუქმებიდან, ასევე მემანქანის დამსაქმებლის მიერ უფლებამოსილი პირის წარმოდგენიდან ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების/განახლების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში.

6. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში მონაცემების წარმოება (მათ შორის განახლება) ხორციელდება ელექტრონული საინფორმაციო ბაზის (eTDS) გამოყენებით.“.

6. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მატარებლის მემანქანეს უფლება აქვს მიიღოს მის შესახებ მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრში არსებული ინფორმაციის ასლები.

4. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის მონაცემებზე  წვდომის მისაღებად შესაბამისმა პირებმა, გარდა მატარებლის მემანქანეებისა, სააგენტოს უნდა მიმართონ ოფიციალური განცხადებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი