წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 939
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000240.02(0).000.000416
939
21/09/1992
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
000000240.02(0).000.000416
წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №939

1992 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

წალკის რაიონის კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

ისტორიული თრიალეთისა და კულტურის ძეგლთა აღრიცხვის, დაცვისა და საექსკურსიო-შემეცნებითი მიზნით გამოყენებისათვის საქართველოს რესპუბლიკა ადგენს:

1. მიღებულ იქნეს  საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული ისტორიისა და კულტურის  ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს წინადადება და შეიქმნას ამ სამმართველოს სისტემის რესპუბლიკური დაქვემდებარების „კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი“. მიეკუთვნოს მას შრომის ანაზღაურების პირველი კატეგორია.

მუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით სახსრები გაღებულ იქნეს მთავარი სამმართველოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებში.

2. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარმა სამეცნიერო-საწარმოო სამმართველომ:

- წალკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით დაამტკიცოს მუზეუმ-ნაკრძალის ძეგლების ნუსხა, სამოქმედო და დაცვითი ზონები, შეიმუშაოს ძეგლთა კეთილმოწყობისა და ტურისტულ-საექსკურსიოდ მომზადების ღონისძიებანი;

შეიმუშაოს და დაამტკიცოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულება.

3. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ წალკის რაიონის გამგეობასთან ერთად კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმის საშუალებები გამოიყენოს მოსახლეობაში, პირველ რიგში ახალგაზრდობაში შემეცნებით-აღმზრდელობითი მუშაობისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის

მოვალეობის შემსრულებელი პ. გელაშვილი