„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017188
30/ნ
19/09/2025
ვებგვერდი, 19/09/2025
470230000.22.035.017188
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №30/ნ

2025 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (სსმ, №20, 20/02/2009, სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.012.810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“  (დანართი №1) მე-6 მუხლის:

1.  114 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​​​​14. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, წოდებისთვის დადგენილი სარგო, საკლასო დანამატი და  წელთა ნამსახურობის დანამატი.“.

2.  812 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8​​​​​12. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოს,  წოდებისათვის დადგენილი სარგოს, საკლასო დანამატისა  და წელთა ნამსახურობის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

3. 98 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9​​8. ამ მუხლის 8​​12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოს, საკლასო დანამატისა და წელთა ნამსახურობის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, წოდებისათვის დადგენილი სარგო, საკლასო დანამატი, წელთა ნამსახურობის დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 26 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე