დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “ლიცენზიის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა_ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 25/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 05/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.12.005.009.163 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/09/2006 - 04/08/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.12.005.009.163
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №68
2006 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ლიცენზიის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 36–41-ე პუნქტებისა და მე-14 მუხლის, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული „ლიცენზიის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თ. გოდერძიშვილი
ლიცენზიის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ გასაცემი ლიცენზიის ფორმების მოხმარებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ასევე „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 36–41-ე პუნქტების შესაბამისად ვალდებულია უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეები შესაბამისი ლიცენზიის ფორმით.
მუხლი 2. ლიცენზიის ფორმით მომარაგება
1. ლიცენზიის ფორმით მომარაგებას ახორციელებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია დამოუკიდებლად.
2. ლიცენზიის ფორმის შეკვეთას კომისია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად პოლიგრაფიულ საწარმოში, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან ლიცენზიის ფორმის გამოტანის უფლება აქვს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ შესაბამისად უფლებამოსილ პირს.
4. სალიცენზიო ფორმების აღრიცხვა ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. ლიცენზიის შენახვა
1. სალიცენზიო ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სალიცენზიო ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსი, სადაც ინახება სალიცენზიო ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. სალიცენზიო ფორმები ინახება სალიცენზიო ფორმების გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი.
მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ბლანკის დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ჩამოწერის აქტის (დანართი №1) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს სალიცენზიო ფორმების ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. სალიცენზიო ფორმების შევსება
1. სალიცენზიო ფორმების ცარიელი ბლანკის შევსება სალიცენზიო ფორმის მფლობელზე ხორციელდება სათანადო ოქმით გაფორმებული კომისიის გადაწყვეტილებისა და კომისიის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.
2. შევსებული სალიცენზიო ფორმის რეგისტრაცია მიმდინარეობს სალიცენზიო ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში.
3. შევსებული სალიცენზიო ფორმების ქსეროასლი, დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ, ინახება ლიცენზირებული პირის სახელზე გასხნილ ბაინდერში სალიცენზიო დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 6. სალიცენზიო ფორმის გაცემა
1. სალიცენზიო ფორმის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
2. სალიცენზიო ფორმის გაცემა შესაძლებელია ლიცენზიის მფლობელის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ მინდობილობით განსაზღვრულ პირზე ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის შესაბამისად უფლებამოსილი პირისათვის მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ლიცენზიის მფლობელი ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო ფორმის მიღების ფაქტს რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №2).
მუხლი 7. სალიცენზიო ფორმის დუბლიკატის გაცემა
1. სალიცენზიო ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის (მისი წარმომადგენელის) წერილობითი განცხადების საფუძველზე კომისია 2 დღის ვადაში გასცემს შესაბამისი ლიცენზიის დუბლიკატს და რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №3) ახორციელებს მის რეგისტრაციას.
2. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
3. სალიცენზიო ფორმის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
დანართი №1
აქტი №
ქ. თბილისი „---------“ „-----------“ 2006წ.
გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო ფორმების შესახებ
| № | საქმიანობის დასახელება | რაოდენობა | ლიცენზიის ექსკლუზიური ნომერი |
| 1 | 2 | 3 | 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ლიცენზიის ფორმების ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
ლიცენზიის ფორმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი:
დანართი №2
სალიცენზიო ფორმის რეგისტრაციის ჟურნალი
| № | ლიცენზიის მიმღების (ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლის) გვარი, სახელი, (სახელწოდება) | საქმიანობის დასახელება | ლიცენზიის მიღების თარიღი | კომისიის სხდომის ოქმის თარიღი და ნომერი | სალიცენზიო ფორმის ექსკლუზიური ნომერი | პირადობის მოწმობის ნომერი და ლიცენზიის ფორმის მიღებაზე ხელმოწერა | პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №3
სალიცენზიო ფორმის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი
| № | ლიცენზიის მიმღების (ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლის) გვარი, სახელი, (სახელწოდება) | საქმიანობის დასახელება | ლიცენზიის მიღების თარიღი | კომისიის სხდომის ოქმის თარიღი და ნომერი | სალიცენზიო ფორმის ექსკლუზიური ნომერი | პირადობის მოწმობის ნომერი და ლიცენზიის ფორმის მიღებაზე ხელმოწერა | პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები