დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირებისათვის ჩამორთმევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 26/02/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000340.02(0).000.000467 |
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №169 1993 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონების კერძო პირებისათვის ჩამორთმევის შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. ჩამოერთვათ კანონით დადგენილი წესით კერძო პირებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან უკანონოდ შეძენილი ან მიტაცებული ქონება, მათ შორის ყველა სახის ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებანი, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, საბრძოლო იარაღი და მისი ნაწილები. 2. ამ ღონისძიების განხორციელება დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიურად წარმოუდგინოს ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები