დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 960 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000190.02(0).000.000422 |
|
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის შექმნის შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინადადება მასთან იურიდიული პირის უფლებით ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის შექმნის შესახებ. 2. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოს ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართობი. 3. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოუყოს ქართველოლოგიის სკოლის ცენტრს შესაბამისი დაფინანსება. 4. ქართველოლოგიის სკოლის ცენტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს თავისი დებულება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები