თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის შესახებ

თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 899
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000406
899
05/09/1992
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
000000190.02(0).000.000406
თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №899

1992 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. შეიქმნას 1993 წლის 1 იანვრიდან თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის სასწავლებლის ბაზაზე.

2. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტმა:

- განსაზღვროს ყოველწლიურად სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისად მისაღები კონტინგენტი რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების შეკვეთის საფუძველზე;

- განახორციელოს აბიტურიენტთა მიღება 1993/94 სასწავლო წლიდან.

3. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ:

- წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის მისაღები კონტინგენტი 1993/94 სასწავლო წლისათვის;

- თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით შეარჩიოს და დანიშნოს ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი.

4. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით შეწყდეს მიღება თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურისა და თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებლებში. 1993/94 სასწავლო წლიდან.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის -

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო

კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                           გ. ბერიძე