დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 831 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 31/08/1992 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000170.02(0).000.000387 |
|
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობის გადაცემის შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. გადაეცეს ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შენობა მდებარე ქალაქ თბილისში ხუციშვილის ქუჩა № 29-ში. 2. საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო განთავსდეს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე რესპუბლიკური სამოქალაქო თავდაცვის კურსების შენობაში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები