დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 09/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016153 |
|
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ამოცანებია: ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპროკურორო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოების უფროსები დამატებით: ა) უზრუნველყოფენ თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას; ბ) მათი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საპროკურორო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოების უფროსების მოადგილეები მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“. 5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას; ბ) მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, თბილისის პროკურორის, მისი მოადგილეების ან სამმართველოს უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას; დ) იღებენ გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ; ე) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას; ვ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები