დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარმოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მონიტორინგისა და პროგნოზის ცენტრი”-ს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 29/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.023.009.156 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.009.156
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №781
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანებით (სსმ III, 15.02.06 წ., №21, მუხ. 250) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოზე დაკვირვების ქსელის (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, თოვლსაზვავე, გლაციოლოგიური, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრიული, აქტინომეტრიული, წყალბალანსური სადგურები/საგუშაგოები; ატმოსფერული ჰაერის, ატმოსფერული ნალექების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ზღვის, ზღვის წყლის ბიოტის, ნიადაგების დაბინძურებაზე დაკვირვების პუნქტები) ორგანიზება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ“ ქვეპუნქტი:
,,ღ) მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების საშუალებით მოვლა-პატრონობა, მოშენება, რეალიზაცია და დემონსტრირება გაუწიოს წყლის იქტიოფაუნას და მიიღოს შემოსავლები ამ საქმიანობიდან.”;
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი. ცენტრის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;
დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის ფილიალები
ცენტრის ფილიალებია:
ა) შავი ზღვის ფილიალი;
ბ) კოლხეთის ფილიალი;
გ) ქართლის ფილიალი;
დ) კახეთის ფილიალი;
ე) სამცხე-ჯავახეთის ფილიალი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები