„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.017187
29/ნ
19/09/2025
ვებგვერდი, 19/09/2025
280070010.22.035.017187
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №29/ნ

2025 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმIII, 2006წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი“:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო პენსიის ადმინისტრირების პროცესში, პენსიის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის, ან დანიშნული პენსიის გაცემის, გადაანგარიშების, შეჩერების, შეწყვეტის, განახლების საფუძვლ(ებ)ის არსებობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფს მაძიებლის/პენსიონერის პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას. პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება მოიცავს როგორც სააგენტოს მიერ წარმოებული ელექტრონული ბაზების ურთიერთშედარებას, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებას.“;

ბ) მე-6 მუხლს მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტ(ებ)ი, წარმოდგენილ განცხადებასა და ყველა საჭირო დოკუმენტში არსებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობრივი მდგომარეობა, დაბადების წელი, თვე და რიცხვი) შეესაბამება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებს და მაძიებელი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.“;

 

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პენსიის გაცემისას, პენსიონერის იდენტიფიცირების მიზნით სააგენტო იყენებს და ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და სააგენტოში დაცულ პენსიონერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას და პენსიის გაცემა გრძელდება უწყვეტად, თუ იდენტურია პენსიონერის პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. პენსიის მიმღების სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების (გარდა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე) შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო ავტომატურად, პენსიის შეჩერების გარეშე, თუ არ არსებობს პენსიის შეწყვეტის საფუძველი, უზრუნველყოფს პირადი რეკვიზიტ(ებ)ის ჩასწორებას (შეცვლას) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემ(ებ)ის შესაბამისად.“.

2. №2 დანართის („სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო კომპენსაციის ადმინისტრირების პროცესში, კომპენსაციის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის, ან დანიშნული კომპენსაციის გაცემის, გადაანგარიშების, შეჩერების, შეწყვეტის, განახლების საფუძვლ(ებ)ის არსებობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფს მაძიებლის/კომპენსაციის მიმღები პირის პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას. პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება მოიცავს როგორც სააგენტოს მიერ წარმოებული ელექტრონული ბაზების ურთიერთშედარებას, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან და/ან კომპენსაციის გამცემი საბანკო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებას.“;

 

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დვ“ ქვეპუნქტები:

„დ) კალენდარულ წელთა ნამსახურობა – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და ამ წესით გათვალისწინებული ნამსახურობის/მუშაობის/შრომის ან/და სწავლის ის პერიოდი, რაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ პირთა წრისათვის გამოიყენება კომპენსაციის დანიშვნაზე უფლების მოსაპოვებლად;

ე) შრომის საერთო სტაჟი – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და ამ წესით გათვალისწინებული ნამსახურობის/მუშაობის პერიოდი, ან/და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი ან/და სწავლის პერიოდი (იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას და სწავლის პერიოდს წინ უსწრებდა შრომითი საქმიანობა), რაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ პირთა წრისათვის გამოიყენება კომპენსაციის დანიშვნის უფლების მოსაპოვებლად;

ვ) საერთო წელთა ნამსახურობა (ან წელთა ნამსახურობა) – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და ამ წესით გათვალისწინებული მუშაობის/ნამსახურობის აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ან/და სწავლის ის პერიოდი, რაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ პირთათვის გამოიყენება კომპენსაციის ოდენობის გამოანგარიშებისთვის. კალენდარულ წელთა ნამსახურობა ან შრომის საერთო სტაჟი შედის საერთო წელთა ნამსახურობაში (წელთა ნამსახურობაში).“;

 

გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო

1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო ორგანოებიდან (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამსახურიდან დათხოვნილი პირებისა), შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან/სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი სამხედრო წოდების და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან  დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა – გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილი პირები.

2. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის ათვლა იწყება პირის სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან და სრულდება მისი სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით თანამდებობიდან დათხოვნის დღეს. კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა (მათ შორის, ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სამხედრო ძალებში/საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში ნამსახურობა; რიგითი და უფროსი შემადგენლობების პირების ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ და არაწევრ სახელმწიფოთა შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა; ოფიცრების, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრების, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების ყოფილი სსრკ-ისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრკ-ში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით)); პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახურის პერიოდი; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის (სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა კადრში დატოვებით) პერიოდი; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვეს არ ჩაუდენია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული; საპატიმრო სასჯელის აღმსრულებელ ორგანოებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სამსახურის პერიოდი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის პერიოდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდები კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ითვლება სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე პირის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მისი თანამდებობიდან დათხოვნის დღის ჩათვლით. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება იმ პირს და მისი ოჯახის წევრს, რომელსაც სასამართლო წესით ჩამოერთვა სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გამართლებულია ან რეაბილიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა იმავე პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

4. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;

ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;

დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;

ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის ესაჭიროებათ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის აღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის მინიმალურ წლებად განესაზღვროთ 20  წელი. აღნიშნული მოსამსახურეების მიმართ კალენდარული და საერთო წელთა ნამსახურობის გაანგარიშება განხორციელდება „სამხედრო ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი პირობებით. 20 წელზე მეტი ნამსახურობის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება მოხდება საერთო წელთა ნამსახურობიდან, რომელშიც გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ორგანიზაცია/დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის სტაჟი.

5. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან განთავისუფლებული პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. პირს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა ამ პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სახელმწიფო დაწესებულებაში წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი  6 თვედ ჩაითვლება.

6. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში − საბაჟო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. პირს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა ამ პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სახელმწიფო დაწესებულებაში წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.

7. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებში სამსახური და მოსამართლედ მუშაობის პერიოდი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებში ჩარიცხვამდე საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.

8. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირი ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო წოდებით ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ მუხლის  მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.

11. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე) დათხოვნილი პირები (მიუხედავად სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადისა), რომლებსაც აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში ჩაითვლება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ისე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის პერიოდი (მიუხედავად სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადისა) და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უწყებებში ნამსახურობა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე სამსახურის პერიოდი. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება იმ პირს, რომელსაც სასამართლო წესით ჩამოერთვა სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გამართლებულია ან რეაბილიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და მისი ოჯახის წევრს.

12.  ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ პირს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა იმავე პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან დათხოვნილი პირების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება მათ მიერ ნამსახურობის პერიოდში ბოლოს მიღებული სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

14. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. 

15. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სამხედრო, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ორგანოებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი).

16. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სისტემიდან დათხოვნილი პირები, თუ მათ სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირს ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებში ჩარიცხვამდე საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.

17. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა. საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დათხოვნილ პირს სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკერის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას შესაბამისი უწყება ან კომპენსაციის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.

18.  ამ მუხლით განსაზღვრული მოსამსახურისთვის კომპენსაციის დანიშვნისას გაითვალისწინება მისთვის შესაბამისი თანამდებობიდან/სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების მომენტისთვის მინიჭებული სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება და დათხოვნის/გათავისუფლების დღისთვის არსებული ნამსახურობის წლები.

19. ამ მუხლის პირველი – მე-17 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილ წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:

ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიას დამატებული:

ა.ა) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;

ა.ბ) უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირებისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;

ა.გ) უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირებისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;

ა.დ) უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირებისთვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 25 ლარზე.

ბ) 65 წლის ასაკამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.

20. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის აღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 კალენდარული წელი.“;

 

დ) 71 მუხლის:
დ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. პარლამენტის/უზენაესი საბჭოს ყოფილ  წევრს, რომელსაც შეუსრულდა 65 წლის ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობისა, ხოლო საჯარო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაცია განახლდება კანონით დადგენილი პირობებით განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის მომდევნო თვის  პირველი რიცხვიდან.“;

 

დ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობაა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი.“;

 

დ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია. მისი ოდენობა შეადგენს ამ პირის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მესამედს, რომელიც დაითვლება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.“;

 

დ.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად.“;

 

დ.ე) 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„121. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 15 ლარზე ნამრავლი;

ბ) ყოფილი მეორე პილოტისთვის, შტურმანისთვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისთვის, „ან-2“-ის მეთაურისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი;

გ) ყოფილი ბორტგამცილებლისთვის, ბორტრადისტისთვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;

დ) ყოფილი ბორტაეროლოგისთვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისთვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისთვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 5 ლარზე ნამრავლი.“.

 

ე) მე-9 მუხლის: 
ე.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“;

 

ე.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

,,8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ წესის მე-7 მუხლის მე-19 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ წესის მე-7 მუხლის  მე-19 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.

 

ვ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:

ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არაუგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;

ბ) „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ წესის მე-7 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად მის მიერ თადარიგში დათხოვნის მომენტისთვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს (ასაკის მიუხედავად);

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ან არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნის შემდეგ ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც მან მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ წესის მე-7 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად მის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს (ასაკის მიუხედავად);

დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ან არაუგვიანეს 3 თვისა აღნიშნული სამსახურიდან/დანაყოფიდან დათხოვნის შემდეგ ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც მან მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ წესის მე-7 მუხლის მე-19 პუნქტის „პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%, მიუხედავად მის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს (ასაკის მიუხედავად);

ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს;

ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში  −  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს;

ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში  მომუშავე სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს;

თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში  კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე;

ი) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს: გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს.  აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესით. მისი ოდენობაა ამ წესის მე-7 მუხლის მე-19 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ „ვ“, ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ამ წესის მე-7 მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75 პროცენტის, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურების მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75% ოდენობით, რომელსაც პროკურატურის თანამშრომელი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.“;

ზ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი 131. კომპენსაცია ცესკოს წევრის გარდაცვალების გამო

ცესკოს წევრის (მოქმედი წევრი) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად). მათი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ცესკოს წევრის კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილი ცესკოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.“;

 

თ) მე-15 მუხლის: 
თ.ა) მე-2 პუნქტის:
თ.ა.ა) „ა-ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი) აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდი)) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი) გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, ბრძანება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, ბრძანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და  საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ:

ა.ა) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი), აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფმა პირმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილმა სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილმა, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილმა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე   პირმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილმა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების /თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდი)) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი) გათავისუფლების შესახებ, ბრძანება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ,  ბრძანება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან  გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და   საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ა.ბ) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, შინაგან საქმეთა ორგანოების (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის და საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის და საგამოძიებო დეპარტამენტის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის,  აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების  რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან/დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდი)) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდი) გათავისუფლების შესახებ, ბრძანება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან  გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და   საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;“;

თ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) ცესკოს წევრს კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცესკოს წარდგინება, რომელსაც ცესკო ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი და მის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ცნობა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, ცესკოს წევრად მინიმუმ 5-წლიანი  უწყვეტად მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ (თარიღის და საფუძვლების მითითებით), ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს 25 წლის შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2) ცესკოს მოქმედი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შრომისუუნარო მეუღლის ან/და შრომისუუნარო შვილის შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.“;

 

თ.ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პირის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის და აღნიშნული თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შესახებ;“.

 

თ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6) შესაბამისი უწყება, კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წარდგინების მომზადებისას წელთა ნამსახურობის ნუსხაში/გაანგარიშებაში ასახავს პირის მიერ ყველა სხვა უწყებაში ნამსახურობის/მუშაობის, სწავლის ან/და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდს შეღავათიანი გაანგარიშებით, რომელიც გამოიყენება კონკრეტულ პირთა მიმართ კომპენსაციაზე, როგორც უფლების მოსაპოვებლად, ასევე კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.“;

 

ი) მე-18 მუხლის:
ი.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ და „ე“  ქვეპუნქტები:

„დ)  კომპენსაციის მიმღები პირის სააგენტოში დაცული საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე) შეუსაბამობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა  ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებს;

ე) სხვა საფუძვლის არსებობისას, თუ იგი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ამ წესიდან გამომდინარეობს.“;

 

ი.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – კომპენსაციის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, კომპენსაციის მიმღები პირის კომპეტენტური ორგანოსათვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.“;

 

კ) მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სხვა საფუძვლით, თუ იგი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონიდან და ამ წესიდან გამომდინარეობს.“;

 

ლ) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სათანადო ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;“;

 

მ) 22-ე მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „ზ“ და ,,თ“  ქვეპუნქტის „თ.ა.ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 4 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე