„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.025287
394
04/09/2025
ვებგვერდი, 05/09/2025
430060000.10.003.025287
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №394

2025 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/ პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2022, 430060000.10.003.023629) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შუალედური შეფასება ტარდება პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე და თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს. შუალედური შეფასების სავალდებულოობა ვრცელდება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე. შუალედური შეფასების წესსა და პირობებს განსაზღვრავს დაწესებულება. დუალური სწავლების შემთხვევაში აღნიშნული წესი და პირობები განისაზღვრება სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სავალდებულოობა ვრცელდება დუალური სწავლების ფორმით განხორციელებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე, ასევე იმ პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც ეფუძნება ისეთ პროფესიულ საგანმანთლებლო სტანდარტს, რომელშიც საკვალიფიკაციო გამოცდა  განსაზღვრულია კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთ წინაპირობად, გარდა იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების, პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების შესრულების პროცესში კომპლექსურად გამოყენების უნარის შეფასება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის წარმოადგენს კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელ წინაპირობას.“.

2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე