დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 699 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 31/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.009.148 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.009.148
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №699
2006 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 16.11.2004 წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე. თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი, იგი წარადგენს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს დასკვნას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე.“.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციას გაივლის ერთ-ერთ მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. 16 წლამდე ასაკის პირის სხვა მისამართზე რეგისტრაციაში გატარება დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენებულ პირთა წერილობითი თანხმობით. მათზე პირადობის მოწმობა არ გაიცემა.“.
4) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. 16 წლამდე ასაკის უცხოელი რეგისტრაციას გაივლის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მის ოჯახის წევრებთან და მიიღებს ბინადრობის მოწმობას. მათი დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.
32. იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული არ ყოფილა, რეგისტრაციაში შეიძლება გატარდეს ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
33. იძულებით გადაადგილებული სრულწლოვანი პირი რეგისტრაციაში შეიძლება გატარდეს ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ის დაბადებულია არა უადრეს 1975 წლის 25 მარტისა და საქართველოში რეგისტრირებული არ ყოფილა.“.
5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ამ მუხლის 32 და 33 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის მოწმობის მისაღებად მიმართავს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებულ განცხადება-ანკეტას (ფორმა №1) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) დაბადების მოწმობას (დედანი);
ბ) ორ ცალ ფოტოსურათს (3,5X4,5სმ);
გ) დევნილის მოწმობას;
დ) ერთ-ერთი მშობლის (მეურვის, მზრუნველის) პირადობის მოწმობას.“.
6. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველ უცხოელზე, რომლის მისამართად მიეთითება განცხადება-ანკეტის შევსების დროს მითითებული მისამართი.“.
7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ანულირების წესი არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე. მათ საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი დაუბრუნდებათ ანულირების გარეშე.“.
8) ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის შეცვლა
საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ნაცვლად პირადობის მოწმობის მისაღებად პირი მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებულ განცხადება-ანკეტას (ფორმა №1) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) საბჭოთა სიმბოლიკიან პასპორტს;
ბ) ორ ცალ ფოტოსურათს (3,5X4,5 სმ).“.
9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 13. პირის რეგისტრაციიდან მოხსნა
1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციიდან მოხსნა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
ბ) გარდაცვალებისას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს:
ა) მისი ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციაში გატარების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში შეტყობინების მიღებისთანავე;
ბ) საქართველოდან პირის სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გასვლის (ემიგრაციის) შესახებ მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე;
გ) საზღვარგარეთ პირის მუდმივ საცხოვრებლად დარჩენის (საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის) შესახებ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან შეტყობინების მიღებისთანავე;
დ) საქართველოდან დროებით წასული პირის სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად დარჩენის თაობაზე შესაბამისი სამსახურის შეტყობინების მიღების ან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენისთანავე;
ე) საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობისას, თუ დასტურდება, რომ პირი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას – მოქალაქეობის და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტიდან მიღებული შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, თუ აღნიშნული პირი მოქალაქეობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში არ მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს ბინადრობის მოწმობის მისაღებად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვლილი ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად.
5. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, ათი დღის განმავლობაში აცნობოს ადგილობრივი მმართველობის შესაბამის ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.
6. საქართველოდან დროებით წასული პირის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და ფორმა №1-ზე. პირი არ იხსნება რეგისტრაციიდან.
7. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლისთანავე.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები