სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-41. 41252395
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016031
გ-41. 41252395
27/08/2025
ვებგვერდი, 04/09/2025
000000000.00.108.016031
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № გ-41.41252395

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. სენაკი

სენაკის  მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის  ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის „ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი  ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თვმჯდომარის მოადგილის შაქრო კოკაიას 2025 წლის 24 მარტის №41-41250834 მომართვისა და გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა  სფეროში  მოქმედი სამთავრობო კომისიის  2025 წლის  8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო   

განკარგულება:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხს ეწოდოს სოხუმის ჩიხი (ორთოფოტო თან ერთვის).

2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და  გავრცელება).

3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247). 

    სენაკის მუნიციპალიტეტის

    საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         საბა ოდიშარია