“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულებასა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულებასა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 31/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.147
  • Word
698
25/08/2006
სსმ, 117, 31/08/2006
040.030.000.22.027.009.147
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულებასა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულებასა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.147

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №698

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებასა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო­რიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცე­ბისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეეს­ტრის სააგენ­ტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებასა (შემდგომში – დებულება) და №1 დანარ­თში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქარ­თვე­ლოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაცემა და შეცვლა.“.

2) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

3) მე-2 მუხლის მე-2–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალა­დევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის, ამბრო­ლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელა­ვის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნ­­ქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის, ქურთას თემის, ერედვის თემის, აჟარის თემის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალის­წინებულ უფლებამოსილებებს.

 4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის და აფხაზეთის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უც­ხოელ­თა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა. აფხაზეთის ტერი­ტო­რიული სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორ­ციელებს გაგრის, გუდაუთის, ოჩამჩირის, ტყვარჩე­ლის, გალის, გულრიფშის, ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონის სახელით.

5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1, №2 და №3 სპეციალიზირებული სამსახურები, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის სპე­ცია­ლი­ზირებული სამსახურები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას.

6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს, ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, აჭარის არქივების კომპეტენ­ციაში შედის:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ან მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონო­ლო­გიური წესით ფორმირება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შეტყობინების საფუძველზე შესაბამის არქივში არსებუ­ლი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ან მეორე ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შესაბამისობაში მოყვანა სამოქა­ლაქო აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლართან;

გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძ­ველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის გან­მეორებითი მოწმობების გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლო­ბით გათვალისწინებული წესით;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

4) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამო­ქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამ­სახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სა­­მო­ქ­მე­დო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართვე­ლოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანების დანართი №1 ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1 – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო­რიუ­ლი სამსახურების სამოქმედო ტერიტორია

1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალა­დევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის სამსახუ­რები

დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსი­ლებებს ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო­რიული სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსი­ლებებს) სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი რაიონის (ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენ­ლობაში) ტერიტორია.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო­რიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით, პას­პორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს შესაბამისი უფ­ლებამოსილების მქონე სამოქალაქო რეესტრის სააგენ­ტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, რომელ­საც მიმართავს განმცხადებელი.

4. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეო­ბის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტს გასცემს მხო­ლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთა­ლოს სამსახური.

5. დროებითი ბინადრობის მოწმობას გასცემს მხო­ლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს, ვაკისა და ბათუმის სამსახურები.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზ­ღვრულ დევნილებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე (გარდა აჟარის თემის მოსახლეობისა) პირადობის მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური.

7. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქარ­თველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე „იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე ცხინვალის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემს (შეც­ვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინ­ვალის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. ცხინ­ვალი, ცხინვალის რაიონი, ჯავის რაიონი.

8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქურთას თემის, ერედვის თემისა და აჟარის თემის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისად ქურთას თემი, ერედვის თემი და აჟარის თემი.

9. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო­რიული სამსახურები ქორწინების რეგისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნებისთანავე.

გ. ქავთარაძე