,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016637
15
02/09/2025
ვებგვერდი, 03/09/2025
010250050.35.166.016637
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 2 სექტემბერი

ქ. გურჯაანი

 

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ “ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს   ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 23.12.2022, 010250050.35.166.016553) შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს დადგენლების პირველი მუხლის  ,,ბ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის   „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“:

ა)  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი მერიას მიმართავს განცხადებით და თანდართული შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) ასლი;

ბ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები;

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე  ქონების რეგისტრაციის  შესახებ;

დ) ინფორმაცია ოჯახის ყველა წევრის ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ე) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ;

ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებები, განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია;

ზ) ამ წესის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) მოქალაქე ვალდებულია მუნიციპალიტეტს დამატებით წარმოუდგინოს ოჯახის ყველა წევრის პირველი რიგის ნათესავებისა და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია.“

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლები შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ახორციელებენ მოკვლევას უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და წარუდგენენ კომისიას. საჭიროების შემთხვევაში საკითხის მოკვლევაში ერთვება მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მომსახურების სამსახური.“;

დ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი;

ე. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განხორციელდება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.“;    

ვ)  მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში  აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;“

ზ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი;

თ) მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;“;

ი) ამოღებულ იქნას მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.

კ)  მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის  ორგანიზებაზე.“;

ლ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. პირს/ოჯახს შეუწყდება უსახლკაროს სტატუსი, თუ გამოვლინდა, რომ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 ან მე-4 მუხლით განსაზღვრულ კტიტერიუმებს.“;

მ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა და საცხოვრებლით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურები  ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი