„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017393
106
02/09/2025
ვებგვერდი, 04/09/2025
120000000.22.026.017393
„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება №106

2025 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/08/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-11 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამა და პროგრამაზე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე ჩარიცხულ კანდიდატთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.“;

) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაზე, საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიიღება:

ა) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომლის ასაკი არ აღემატება 30 წელს, ფლობს სახელმწიფო ენას და არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტუდენტი (გარდა  საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა) ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) რიგითების, კაპრალების ან სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე, რომლის ასაკი არ აღემატება 30 წელს და რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი  (გარდა  საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა) ან აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.“;

) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი ფიზიკური მომზადების დონის დასადგენ ტესტირებას გაივლის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანების შესაბამისად და დადებით შეფასებად ჩაითვლება, თუ:

ა) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე ჩარიცხული პირი თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 40 ქულას;

ბ) აქტიურ რეზერვში მყოფი პირი თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 42 ქულას;

გ) პროფესიული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 60 ქულას.“;

)  მე-10 მუხლის:

.) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„გ) ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით სამხედრო შეკრების გავლის დროს.“;

.) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაზე, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მიღებულ პირს, სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაუწესდეს:

ა) სტიპენდია, რომლის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.

3. პროგრამაზე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მისაღებ კანდიდატს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ უფორმდება კონტრაქტი.“;

.) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4  მე-6 პუნქტები:

„4. პროგრამაზე ჩარიცხულ აქტიურ რეზერვისტს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფორმდება დამატებითი კონტრაქტი და სასწავლებლად წარიგზავნება აკადემიაში.

5. პროგრამა შეიძლება გაიაროს პროფესიულმა სამხედრო მოსამსახურემ. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და პროგრამას გადის პირადი დროის ხარჯზე, ამასთან, მეთაური ვალდებულია ხელი შეუწყოს მას პროგრამის გავლის პროცესში.

6. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, პროგრამის გასაგრძელებლად, მისი სურვილის შემთხვევაში, მასთან გაფორმდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტი.“;

) მე-11 მუხლის მე-3  მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამაზე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიღებული პირის მიერ პროგრამის გავლის  და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირს  წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და იგი მოიხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან.

4. პროგრამაზე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე ჩარიცხული პირის მიერ პროგრამის გავლის და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ იგი ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში.

5. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიღებულ პირს, თუ მან პროგრამა ვერ დაასრულა, სათანადო სამხედრო წოდება არ მიენიჭება, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და აყვანილი იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე.“;

) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15

1. პროგრამაზე ჩარიცხული პირის წახალისება შესაძლებელია აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახისა.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი წახალისება, პირს მიეცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აკადემიის რექტორის მიმართვის/შუამდგომლობის საფუძველზე.      

3. წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა;

დ) ფულადი წახალისება.

4. პროგრამაზე ჩარიცხული პირის წახალისების საფუძვლებია:

ა) პროგრამით განსაზღვრული აქტივობების მაღალხარისხოვნად და კეთილსინდისიერად შესრულება;

ბ) პროგრამით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულება;

გ) სამხედრო სამსახურის რეპუტაციის ამაღლებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით წარმატებით განხორციელებული საქმიანობა;

დ) სამეცნიერო საქმიანობაში, სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა;

ე) პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ სხვა ისეთი ქმედების ჩადენა, რაც  საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას იწვევს.

5. მადლობის გამოცხადება და საპატიო სიგელის მიცემა შესაძლებელია პროგრამაზე ჩარიცხული ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ, აგრეთვე სრული შემადგენლობის მიმართ.

6. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავისუფალი ბრუნვის საგანი არ არის.

7. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე.“;

) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

მუხლი 191

1. პროგრამაზე ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირზე არ ვრცელდება ამ წესის მე-15 – მე-19 მუხლების მოქმედება.

2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 მარტის №33 ბრძანების შესაბამისად.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის:

.) პირველი პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ვადის ამოწურვა;

ბ) პროგრამაზე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის გარეშე ჩარიცხულ პირთან გაფორმებული კონტრაქტის, აქტიურ რეზერვისტთან გაფორმებული დამატებითი კონტრაქტისა და სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის პირობების დარღვევა;“;

.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ პროგრამაზე ჩარიცხული პირი პროგრამიდან ამოირიცხება პროგრამაზე ფაქტობრივად ნამსახურევი პერიოდის მე-2 დღიდან.“.

5. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21- მუხლი:

მუხლი 21

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე ჩარიცხულ პირზე გაიცემა პროგრამაზე ჩარიცხული პირის მოწმობა. პროგრამაზე ჩარიცხული პირის მოწმობა, მისი დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 27 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი