დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19043 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016782 |
|
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების: ა) მე-4 მუხლის 71 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი: „72. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე პირის მიმართ სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის აღიარების შემდეგ, საქმიანობის იმავე პერიოდზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების დაზუსტების შემთხვევაში, თუ დაზუსტებით მცირდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა, ძირითად ბარათზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი სხვაობის თანხის სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოდენობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გარეშე. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები