„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18917
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016781
18917
26/08/2025
ვებგვერდი, 02/09/2025
000000000.00.00.016781
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

სსიპ  –  შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №18917

2025 წლის 26 აგვისტო

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლისა და  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის   – შემოსავლების  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის    – შემოსავლების  სამსახურის  სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის  2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №19):

) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სერვისების განვითარების სამმართველო;“;

) მე-6 მუხლის:

.) პირველი პუნქტის:

..) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის       – შემოსავლების    სამსახურის    აუდიტის დეპარტამენტის დებულებით“ (დანართი №8) დადგენილი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობის სრულყოფაზე  წინადადებების, შესაბამისი  ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების  და  პროცედურული  სახელმძღვანელოების პროექტების  მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;“;

..) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აუდიტის და დავების დეპარტამენტების ფუნქციებთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შერჩევასთან, მათ დანერგვასა და სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;“;

.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერვისების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) არსებული და პოტენციური გადასახადის გადამხდელთა განათლების პროგრამების შემუშავება და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების წარდგენა, ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და დამტკიცების კოორდინაცია;

ბ)  სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სერვისების განვითარების ერთიანი კონცეფციის ფორმირება;

გ) მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სერვისების:

დ.ა) შექმნის (დიზაინის), მიწოდების, სტანდარტიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესების გაუმჯობესება და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

დ.ბ) პროცესებისა და პროცედურების რეგულარული შეფასება, გაუმჯობესება, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე;

ე) სერვისების პროცედურებსა და ხარისხში კვლევების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) მომხმარებელთან კომუნიკაციის არსებული არხებისა და დისტანციური, ციფრული და ჰიბრიდული სერვისების მიწოდების ფორმების ანალიზი, მათი სრულყოფისა და განვითარების მიზნით შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

ზ) ახალი სერვისების დანერგვისა და არსებული სერვისების განახლების პროცესში პროექტების კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელება და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;

თ) თვითმომსახურების ინსტრუმენტებისა და სერვისებთან დაკავშირებული ციფრული საკომუნიკაციო კონტენტის (მათ შორის, სერვისის მოხმარების სახელმძღვანელოების, ვიდეოინსტრუქციების, სერვისის ინფორმაციული გზამკვლევების) დაგეგმვა, შექმნა და განვითარება;

ი) სერვისებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება შესაბამისი საკომუნიკაციო არხების საშუალებით;

კ) სერვისების მიწოდების პროცესებთან დაკავშირებული ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების და სტანდარტების შემუშავება, პერიოდული განახლება და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;

ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

.) მე-4 პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

                  

სამსახურის  უფროსი                                     ირაკლი ბერაია